TI: სახელმწიფო შესყიდვების შედეგად 15-მა ადგილობრივმა ტელევიზიამ ჯამში 686 ათას ლარზე მეტი მიიღო
ფოტო: Shutterstock
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად 15-მა ადგილობრივმა ტელევიზიამ ჯამში 686 ათას ლარზე მეტი მიიღო. ამაზე საუბარია კვლევაში, სადაც TI-მ მუნიციპალიტეტების მიერ 2020 წელს განხორციელებული ის სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა, რომლის მიზანსაც სამაუწყებლო მომსახურების მიღება წარმოადგენდა.
კვლევის მიხედვით, 63 მუნიციპალიტეტიდან სამაუწყებლო მომსახურების შესყიდვა 18-მა განახორციელა, კერძოდ, 14 ტენდერი და 4 გამარტივებული შესყიდვა ჩატარდა. ამასთან, TI-ის განცხადებით, შესყიდვის საგანი ძირითადად სოციალური რეკლამა, სარეკლამო რგოლების დამზადება-გაშვება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება იყო.
აქვე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ხელშეკრულება საინფორმაციო გამოშვებაში მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაშვებას, მუნიციპალიტეტის პრესცენტრის მიერ მომზადებული მასალების ეთერში განთავსებას და გადაცემების მომზადებას გულისხმობდა.
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ყველაზე მსხვილი შესყიდვები რუსთავის, მარნეულის, გურჯაანის, ქუთაისის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს, ხოლო ტელევიზიებიდან ყველაზე მეტი თანხა, 160 ათასი ლარი სახელმწიფო შესყიდვებით ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ მიიღო.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ცალკეული მაუწყებლებისათვის სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებულ თანხებს მნიშვნელოვანი წილი უკავია საერთო შემოსავალში — უმეტეს შემთხვევაში 20%-ზე მეტია, ზოგჯერ კი 50%-საც აჭარბებს.
*ფარვანას 2020 წლის ჯამური შემოსავალი GNCC-ის ვებგვერდზე სრულად ასახული არ არის
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
TI-ის განცხადებით, 2020 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 89 ტელევიზია მაუწყებლობს, თუმცა მათი თქმით, ჯამური შემოსავლების მიხედვით, ათეულში არც ერთი რეგიონული ტელევიზია არ არის.
*ჯამურ შემოსავალში არ არის დათვლილი არასამაუწყებლო შემოსავალი და სახელმწიფო დაფინანსება **ტელეიმედის შემოსავალი მოიცავს ტელეკომპანია იმედს, GDS-ს და ტელეკომპანია მაესტროს
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
კვლევაში აღნიშნულია, რომ 10 ყველაზე შემოსავლიან ტელეკომპანიას ბაზრის 91% უკავია, ხოლო დანარჩენი ტელევიზიისთვის დარჩენილი თანხა მხოლოდ 10 მილიონ ლარს შეადგენს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები