10 მტკიცებულება, რომ ენდრიუ გარფილდი ჩვენს უპირობო სიყვარულს იმსახურებს
გაფრთხილება: სტატია Spider-Man: No Way Home-ის შესახებ სპოილერებს შეიცავს!
Spider-Man: No Way Home-ის გამოსვლის შემდეგ სუპერგმირების შესახებ ფილმების მოყვარულებმა გაიცნეს ან გაიხსენეს ენდრიუ გარფილდი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სწორედ კედლებზე მცოცავი გმირია. სპაიდერმენის გარდა ენდრიუმ მაყურებლებს თავი ისეთი ფილმებით დაამახსოვრა, როგორებიცაა Never Let Me Go, The Social Network, Hacksaw Ridge, Tick, Tick... Boom! და სხვა.
უნდა აღინიშნოს, რომ მის ფილმოგრაფიაზე მეტად საზოგადოება ენდრიუს პიროვნებითაა მოხიბლული. ის გულშემატკივრებს თავს გულწრფელი ინტერვიუებით, დადებითი განწყობით, სპაიდერმენისადმი სიყვარულითა და ხუმრობებით ამახსოვრებს.
მაშ ასე, გთავაზობთ იმის 10 მტკიცებულებას, რომ ენდრიუ გარფილდი ჩვენს უპირობო სიყვარულს იმსახურებს:
1. როცა საქველმოქმედო ორგანიზაციას ესტუმრა და ბავშვებს ფეხბურთი სპაიდერმენის კოსტიუმში გამოწყობილმა ეთამაშა
ფოტო: Getty Images
და ბავშვებს დაუვიწყარი თავგადასავალი აჩუქა!
2. როცა ბლეიკ ლაივლის დასატროლად რაიან რეინოლდსს აკოცა
ფოტო: NBC
2017 წელს ოქროს გლობუსისთვის სხვებთან ერთად ენდრიუ გარფილდი და რაიან რეინოლდსიც იბრძოდნენ. მსახიობები მანამდე შეთანხმდნენ, რომ რეინოლდსის გამარჯვების შემთხვევაში რაიანის ცოლს, ბლეიკს დატროლავდნენ და ერთმანეთს აკოცებდნენ. ასეც მოიქცნენ!
3. როცა გაგვიმხილა, რომ კინოთეატრში ტობი მაგუაირთან ერთად Spider-Man: No Way Home-ის პრემიერაზე შეიპარა
ფოტო: Getty Images
"კინოთეატრში პრემიერაზე ჩემი ბეისბოლის ქუდითა და პირბადით შევიპარე და ფილმს ისე ვუყურე. ტობი მაგუაირთან ერთად წავედი — მე და ტობი კინოთეატრში ერთად შევიპარეთ და არავინ იცოდა, რომ იქ ვიყავით. ეს მშვენიერი მომენტი იყო, რომელიც ერთმანეთს გავუზიარეთ", — გაგვიმხილა ენდრიუმ ინტერვიუში.
4. როცა გულწრფელად მოგვიყვა, თუ რატომ უყვარს სპაიდერმენი
შესაძლოა, ენდრიუ გარფილდის სპაიდერმენს სწორედ ის ხდის განსაკუთრებულს, რომ მსახიობი სუპერგმირზე უზომოდაა შეყვარებული და მის განსახიერებაზე ოცნებობდა:
"სტენ ლი ამბობს, სპაიდერმენი პოპულარული იმიტომაა, რომ მისი ყველას გვესმისო და მეც ვეთანხმები. ჩემს ცხოვრებაში სპაიდერმენი მჭირდებოდა. როცა ბავშვი ვიყავი, ის იმედს მაძლევდა", — ამბობს ენდრიუ გარფილდი.
5. როცა კომიკ-კონზე დასწრება ისე გაუხარდა, რომ სპაიდერმენის კოსტიუმში ჩაცმული შემოიპარა და თავი ფანად გაასაღა
"კომიკ-კონზე სპაიდერმენის კოსტიუმში თქვენთან ერთად მოსვლა ყოველთვის მინდოდა. ეს ჩემი ოცნება იყო. მადლობა მასპინძლობისთვის. წარმოდგენა არ გაქვთ, რას ნიშნავს ეს ჩემთვის. ყოველთვის მინდოდა, ფანის ამპლუაში მოვსულიყავი, აქ პირველად ვარ, ამიტომ დღეს სწორედ ფანის ამპლუაში მოვედი", — ასე მიესალმა ენდრიუ დამსწრე საზოგადოებას და ნიღაბი მოიხსნა.
6. როცა მისით მოხიბლული გულშემატკივრების ტვიტები წაიკითხა
კომპლიმენტების მიღებას ენდრიუს ხარხარისა და ჩვენი სიცილისა და თანხმობის ნიშნად თავის ქნევის გარეშე არ ჩაუვლია.
7. როცა ემა სტოუნთან ერთად პაპარაცების ინტერესი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების მხარდასაჭერად გამოიყენა
ფოტო: Getty Images
მსგავსი ბანერებით ენდრიუ და ემა არაერთხელ დაუფიქსირებიათ.
8. როცა გაუხარდა, რომ ჰარი პოტერში ახალგაზრდა რემუს ლუპინს შეადარეს
"ჰარი პოტერის რომელ ფილმში მონაწილეობს ენდრიუ გარფილდი? არ ვიცი. ვფიქრობ, არცერთში. ჩემთვის დიდი პატივია, ერთ-ერთ ონავრად რომ მთვლიან. ფანებმა ახალგაზრდა რემუს ლუპინის როლი მომცეს. ძალიან საყვარელი იდეაა და ვაფასებ თქვენს მზრუნველობას".
9. როცა დედის გარდაცვალებაზე გულწრფელად ისაუბრა
ენდრიუმ თავის ახალ ფილმზე Tick, Tick...Boom!-ზე საუბრისას დედის გარდაცვალება გაიხსენა. მისი თქმით, ფილმი, რომლისთვისაც ოქროს გლობუსი მიიღო, ჭრილობების მოშუშებაში დაეხმარა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მწუხარება მასთან სამუდამოდ დარჩება:
"ეს გამოუხატავი სიყვარულია. ტკივილი, რომელიც ჩვენთან ბოლომდე დარჩება. ერთად ყოფნისთვის საკმარისი დრო არასდროს გვაქვს, არა? სულერთია, რამდენ ხანს იცხოვრებს ადამიანი. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს მწუხარება ჩემთან სამუდამოდ დარჩება, რადგან ეს ის გამოუხატავი სიყვარულია, რომლის შესახებაც ვერაფერი ვუთხარი. არადა, ყოველდღე ვეუბნებოდი".
10. როცა თვალებში გვიყურებდა და ურცხვად გვატყუებდა, რომ Spider-Man: No Way Home-ში არ მონაწილეობდა
არ დავუჯერეთ, მაგრამ იხტიბარს ბოლომდე არ იტეხდა!
ამავე თემაზე:
- ენდრიუ გარფილდი ნარნიის ქრონიკებში დაიწუნეს, რადგან "საკმარისად მომხიბვლელი არ იყო";
- ენდრიუ გარფილდი მზადაა, სპაიდერმენის როლი ხელახლა მოირგოს;
- ენდრიუ გარფილდი და ტობი მაგუაირი Spider-Man: No Way Home-ის პრემიერაზე შეიპარნენ;
- 10 გამორჩეული მომენტი, რომელმაც Spider-Man: No Way Home წლის კინომოვლენად აქცია;
- ფანები პეტიციით ენდრიუ გარფილდის სპაიდერმენის მე-3 ნაწილის გადაღებას ითხოვენ;
- ტესტი: რომელი ადამიანი ობობა ხარ?
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები