როდის დაუბრუნდება ცხოვრება ჩვეულ რიტმს პანდემიის შემდეგ — კვლევა
ფოტო: Kimson Doan / Unsplash
არავინ იცის, როდის დაუბრუნდება ცხოვრება ჩვეულ რიტმს — თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ნორმალურის განმარტება ნორმალურ დროსაც მუდმივად იცვლება. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია, არ გაგვიჩნდეს ეს შეკითხვა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც კოვიდის ისეთი ახალი ვარიანტები, როგორიც ომიკრონია, თითქოს დაუსრულებლად ცვლის პანდემიის მიმართულებას.
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისიც (ONS) ცდილობს. 2020 წლის 27 მარტს ოფისმა ბრიტანეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში გამოკითხვა ჩაატარა და დასვა შეკითხვა, მათი აზრით, როდის დაუბრუნდებოდა ცხოვრება ჩვეულ რიტმს. ეს პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ მოხდა, როდესაც კოვიდის შემთხვევებმა და სიკვდილიანობამ სწრაფად დაიწყო მატება. ბრიტანეთში სულ რაღაც დღეების დაწყებული იყო პირველი "ლოქდაუნი".
ათი დღის განმავლობაში გამოკითხულთა მხოლოდ 15%-მა თქვა, რომ არ იყო დარწმუნებული იმაში, თუ როდის დაუბრუნდებოდა ცხოვრება ჩვეულ რიტმს, 11%-მა კი აღნიშნა, რომ ამას წელიწადი ან მეტი დასჭირდებოდა. დანარჩენი სამი მეოთხედის განცხადებით, 2020 წლის მარტიდან ერთ წელიწადში ყველაფერი ისევ ჩვეულებრივად იქნებოდა.
მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ ცხოვრება, შეიძლება, არც არასდროს დაჰბრუნებოდა ნორმალურ ყოფას. უმეტესობა თვლიდა, რომ ცხოვრების ჩვეული რიტმი ექვსი თვის ვადაში აღდგებოდა. ადამიანები (როგორც წესი) ოპტიმისტები ვართ.
ONS-ის მონაცემები.
ფოტო: Danny Dorling
შემდგომი 20 თვის განმავლობაში სტატისტიკის ოფისმა 76 გამოკითხვა ჩაატარა, ჩვეულებრივ — კვირაში ერთი. ისინი ყოველი გამოკითხვისას ერთი და იმავეთი ინტერესდებოდნენ: თუ რას ფიქრობდა ხალხი დიდ ბრიტანეთში ცხოვრების ჩვეულ კალაპოტში დაბრუნების შესახებ.
77-ე გამოკითხვის შემდეგ, რომელიც 2021 წლის 14 ნოემბერს დასრულდა, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც არ იყო დარწმუნებული იმაში, თუ როდის დაუბრუნდებოდა ცხოვრება ნორმას, გაორმაგდა და 31% გახდა. მათი რიცხვი კი, ვინც განაცხადა, რომ ამ ყველაფერს, როგორც მინიმუმ, წელიწადი დასჭირდებოდა, გასამმაგდა და 35% შეადგინა. ამასთან ერთად, 14% ფიქრობდა, რომ ცხოვრება აღარასოდეს იქნება ნორმალური. ის კატეგორია კი, რომელიც თვლიდა, რომ ცხოვრება ერთი წლის ვადაში დაუბრუნდებოდა ნორმას, სამი მეოთხედიდან მეხუთედამდე შემცირდა. როგორც ჩანს, ცხოვრების ჩვეული რიტმის აღდგენასთან დაკავშირებული ჩვენი იმედები ჩაიფუშა.
ჯერჯერობით ადამიანებში გაურკვევლობის მკვეთრი ზრდა ორ ეტაპად დაფიქსირდა. მათგან პირველი ტალღა 2020 წლის აგვისტოში წამოვიდა, როდესაც დიდ ბრიტანეთში კოვიდის შემთხვევები და სიკვდილიანობა თითქმის ნულის ტოლი იყო. მას შემდეგ ადამიანთა დაურწმუნებლობის დონე დაეცა და ეს მდგომარეობა 2021 წლის იანვრის შუამდე შენარჩუნდა. 77 გამოკითხვის განმავლობაში სწორედ ამ პერიოდში ეგონა ადამიანთა ყველაზე დიდ რაოდენობას, რომ იცოდა, რა შეიძლება მომხდარიყო მომავალში. თუმცა უნდა ითქვას, რომ მას მერე მომავლის შესახებ მოსახლეობის დაბნეულობა მხოლოდ გაღრმავდა.
ONS-ის მონაცემები.
ფოტო: Danny Dorling
ჩვენს ნორმალურობას ჩვენვე განვსაზღვრავთ
ცხოვრების წესი, რომელსაც უმეტესობა ნორმალურს დაუძახებს, როდისმე მოვა — ეს ყოველთვის ასეა. მაგრამ ის ახალი სახის ნორმა იქნება. პანდემია, რომელიც ჩვენს გონებაში არსებობს, განსხვავდება იმ პანდემიისაგან, რომელიც ინფიცირების შემთხვევებით, ჰოსპიტალიზაციითა და სიკვდილიანობით იზომება. იმის გამო, რომ ის არა მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში, არამედ ჩვენს თავებშიც არსებობს, პანდემია ნაწილობრივ სწორედ ჩვენ შესახებაა და იმითაა განპირობებული, თუ როგორ ვგრძნობთ ინდივიდუალურად თავს. აქედან გამომდინარე, ჩვეული რიტმის დაბრუნება არ განისაზღვრება იმით, თუ როგორი იყო ცხოვრება 2020 წლამდე, არამედ — მხოლოდ თითოეული ჩვენგანის იმ განცდით, რომ ყველაფერი ისევ ნორმალურადაა.
77 გამოკითხვიდან უკანასკნელში ხუთიდან სამი ზრდასრული აღნიშნავს, რომ "ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ისინი თავიდან იცილებდნენ თავიანთი სახლების გარეთ მყოფებთან ფიზიკურ კავშირს". ხუთიდან ორი კი აღნიშნავს რომ, "ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მათ სახლში მხოლოდ უახლოესი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ". ეს მონაცემები ამის წინა გამოკითხვაშიც ანალოგიური იყო. იმ შემთხვევაში, თუ ამ ტიპის ქცევა უცვლელი დარჩა, სრულიად შესაძლებელია, გარკვეული დროის შემდეგ ის ნორმად აღვიქვათ.
მეორე მხრივ, კითხვები, რომელიც სტატისტიკის ოფისმა ადამიანთა 77 განსხვავებულ ჯგუფს დაუსვა (თითოეული მათგანი შემთხვევითობის პრინციპით იყო შერჩეული), არ არის მაინცდამაინც პანდემიაზე — ისინი ზოგადად "ცხოვრებაზეა". დიდია ალბათობა იმისა, რომ თავდაპირველ გამოკითხვებში ხალხის უმეტესობას შეკითხვებზე პასუხისას სწორედ პანდემიაზე ეფიქრებოდა. თუმცა, როგორც დრომ აჩვენა, ცხოვრების სხვა ასპექტებიც შეიცვალა. რაღაცები მუდამ იცვლება. ხალხის პასუხიც შეიძლება ამას ასახავდეს და პანდემიის მიუხედავად განსაზღვრავდეს ნორმას როგორც წარსულს, რომლის დაბრუნებაც შეუძლებელია.
ONS-ის მონაცემები.
ფოტო: Danny Dorling
ძალიან ახლოს ვართ იმ წერტილთან, სადაც ზრდასრულთა უმეტესობა გამოთქვამს აზრს, რომ მინიმუმ ერთი წელი (2023 წლამდე) დასჭირდება ცხოვრების ჩვეულ წესთან დაბრუნებას ან რომ იგი საერთოდ აღარ დაბრუნდება. ხოლო მათ შორის, ვინც ასე არ ფიქრობს, უმეტესობა უფრო და უფრო ნაკლებადაა დარწმუნებული იმაში, თუ რა მოხდება.
გარკვეულ ეტაპზე ჩვენი უმეტესობა შეეგუება იმას, თუ როგორც შეიცვალა ყველაფერი და სამყაროს კვლავ ნორმალურად აღქმას დაიწყებს. მათთვის, ვინც პანდემია გადავიტანეთ, ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გონებაში. მაგრამ ის, თუ როგორ გავიხსენებთ პანდემიას და დროს 2020 წლის მარტამდე, ცვლას განაგრძობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები