გია ვოლსკი

22 Jan. 2022, 20:35

არ არის აუცილებელი ამ მყვირალა ყიყლიყოს წამოძახებასავით განცხადებები იყოს მთავარი მახასიათებელი ნიშანი, თუ რას აკეთებს საქართველო იმ ომში, რომელშიც მონაწილეობს და არანაკლები უკრაინისა საფრთხეები ემუქრება, მით უმეტეს, იმ ადამიანებისგან წამოყივლებები, რომლებმაც საქართველოს დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციას დაუთმო და წინაპირობა შექმნა ოკუპაციის.

აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი, გია ვოლსკი. აღსანიშნავია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული ვითარების ფონზე მთავრობის წარმომადგენლებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ. 20 იანვარს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის მიმართ პოზიციას ალტერნატივა არ აქვს და ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია. მანვე თქვა, რომ მხარდაჭერის გამოხატვის ფორმებზე "შეჯერდებიან" და კონსულტაციები ექნებათ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…