რომელია 2022 წლის 10 საუკეთესო აქცია
ფოტო: groww
2022 წელს ბაზარზე გავლენას არაერთი ფაქტორი მოახდენს. ეკონომიკურ გარემოში, რომელსაც მასზე მოქმედი ფაქტორები ქმნიან სხვადასხვა კომპანია სხვადასხვაგვარად ვითარდება.
ამ სტატიაში იმ კომპანიების შესახებ გიყვებით, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, 2022 წლის ეკონომიკაში წარმატებას მიაღწევენ.
საუკეთესო 10 აქცია, რომლითაც 2022 წელს უნდა დაინტერესდე
აქციები, რომლებიც 2022 წელს შენს ყურადღებას მიიპყრობენ რამდენიმე სექტორად დავყავით. პირველი ასეთი ინდუსტრია ფინანსური სექტორია. არსებულ გარემოში ყველაზე მეტ ბენეფიტს სწორედ ფინანსური სექტორი, ბანკები მიიღებენ, რაც საპროცენტო განაკვეთების ზრდას უკავშირდება.
1. Fidelity National Financial
ამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $15,9 მილიარდია, ხოლო დივიდენდის სარგებელი — 3,15%.
2021 წლის მესამე კვარტალში შემოსავლების ზრდის პარალელურად NFF-მა გამოაცხადა 0,44 დოლარიანი კვარტალური დივიდენდი ერთ აქციაზე. ეს 10%-ით მეტია დივიდენდის წინა განაკვეთთან შედარებით.
კომპანიის P/E, ანუ აქციების ფასის კომპანიის მოგებასთან თანაფარდობა, 7,61-ით არის შეფასებული, რაც სექტორის მაჩვენებელს 36,81%-ით ჩამოუვარდება. რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი, ეს კომპანიის იმიჯზე უფრო მეტად დადებითად აისახება.
2. Bank of America Corporation
ფოტო: Taylor Simpson / Unsplash
BAC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 392,1 მილიარდი, ხოლო დივიდენდის განაკვეთი 1,75%-ია. ეს კომპანია საბანკო და ფინანსური მომსახურების სექტორში გლობალური ლიდერია. Bank of America ციფრული ინოვაციებით არის ცნობილი და მსოფლიოს 10 უმსხვილეს ბანკში შედის.
ბოლო ერთ წელში BAC ფინანსური სექტორის მაჩვენებლებს 85%-ით გადააჭარბა. კომპანიის ფასები ბოლო წელში გაზრდილია დაახლოებით 40%-ით, ხოლო ბოლო ხუთ წელში 108%-ით.
3. Lloyds Banking Group plc
კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 53,4 მილიარდია — დივიდენდის განაკვეთი 2,31%. ეს ფირმა დიდ ბრიტანეთშია დაფუძნებული და ფოკუსირებულია ზრდაზე ბიზნეს საბანკო, იპოთეკური სესხებისა და სადაზღვევო სფეროში.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ბანკის აქციის ფასი საკმაოდ დაბალია, ის გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკად რჩება, რაც მასში ინვესტირებას მიმზიდველს ხდის.
4. Cigna Corporation
ამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 80,26 მილიარდი ლარია, ხოლო დივიდენდის განაკვეთი 1,65%.
Cigna Corporation ჯანდაცვის ინდუსტრიაში ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. ის სამედიცინო მომსახურებისა და სადაზღვევო სფეროში საქმიანობს.
2021 წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავლები 8,6%-ით გაიზარდა. ამასთან, გაუმჯობესებულია კომპანიის სხვა ფინანსური მაჩვენებლებიც.
ექსპერტები ამ კომპანიის აქციებით დაინტერესებას გვირჩევენ, რადგან იგი ზრდის სტაბილური მაჩვენებლებით გამოირჩევა. ამასთან, კომპანია მაღალი დონის მომსახურებას აწარმოებს, რაც მისთვის დამატებით ბენეფიტს წარმოადგენს.
5. BioNTech SE
ფოტო: twitter
ეს კომპანია გერმანიაში დაარსდა და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 47,34 მილიარდი დოლარია. BioNTech-მა დაარსებიდან 11 წლის შემდეგ დაიწყო აქციებით ვაჭრობა და საკმაოდ წარმატებით. ეს კომპანია ფოკუსირებულია კიბოს მკურნალობაზე, იმუნოთერაპიასა და ინფექციურ დაავადებებზე.
კომპანიის შემოსავალი ერთი აქციიდან გაზრდილია 2,10 დოლარით წლიურად და 14,32 დოლარს შეადგენს. ბოლო ერთ წელში BioNTech-ის შემოსავლის ზრდამ 9,003% შეადგინა.
6. Chevron (CVX) და 7. Exxon (XOM)
ეკონომიკის აღდგენა პირდაპირ აისახება ხოლმე ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებზე. სწორედ ამიტომ, გარემოში, რომელშიც გლობალური ეკონომიკა იმყოფება ამ სექტორის აქციებს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.
ენერგეტიკის სფეროში არსებული კომპანიები ინფლაციურ გარემოსაც მარტივად ერგებიან, რის გამოც ისინი ინვესტორების ყურადღებას ყოველთვის იმსახურებენ.
Chevron (CVX) და 7. Exxon (XOM) ზრდის შესანიშნავი მაჩვენებლებით გამოირჩევიან, ისინი საკუთარი ინდუსტრიის ლიდერებს შორის არიან და ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, რაც ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
8. QUALCOMM (QCOM)
ეს კომპანია მობილური ტელეფონების ჩიპებისა უმსხვილესი მწარმოებელი და უსადენო ტექნოლოგიების ინოვატორია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 211.33 მილიარდს აღწევს, ხოლო დივიდენდის განაკვეთი 1,44%-ია.
კომპანიის P/E განაკვეთი 17,67-ს უტოლდება, რაც სექტორში არსებული ფირმების იმავე მაჩვენებელს 30%-ით ჩამოუვარდება. QUALCOMM-ის აქციები მზარდია, რაც ანალიტიკოსების გაანგარიშებებზე კიდევ უფრო დადებითად აისახება.
9. Advanced Micro Devices, Inc. (AMD)
ეს მულტინაციონალური კომპანია მაღალი ხარისხის პროცესორებს აწარმოებს, რომლებიც ბიზნესისთვის, მონაცემთა ბაზებისა და სათამაშო სექტორისთვის გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 165,30 მილიარდი დოლარია.
ბოლო ხუთი წლის ჭრილში Advanced Micro Devices-ის აქციები 1 000%-ზე მეტით არის გაზრდილი. ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანია ზრდას 2022 წელსაც გააგრძელებს.
10. Ford (F)
ფოტო: Facebook
ავტომობილების სექტორი, ისევე როგორც არაერთი სხვა ინდუსტრია, პანდემიამ დააზარალა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს სფეროც აღდგენის რეჟიმშია.
აქ ხაზი უნდა გაესვას ელექტრომობილების სექტორს, რომელიც განსაკუთრებით კარგად გამოიყურება გაზის ფასების ზრდის გამო. Ford-ის ფასები, რომელიც ამ სექტორის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა, გასულ წელს თითქმის 150%-ით გაიზარდა.
კომპანია აღმავალ ტრენდზეა, რაც შემოსავლებისა და მოგების მაჩვენებლის სახარბიელო საპროგნოზო მაჩვენებლებს ემყარება. რაც შეეხება არსებულ მონაცემებს, უნდა ითქვას, რომ Ford-მა გასული წლის მესამე კვარტალში შესანიშნავი ფინანსური შედეგები აჩვენა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ბაზრის ტენდენციებს არაერთი ფაქტორი, მათ შორის, გლობალური ეკონომიკური გარემო განსაზღვრავს. მოსალოდნელია, რომ მაღალ ინფლაციასა და კორონავირუსთან დაკავშირებული ფაქტორები 2022 წელზეც მოახდენენ გავლენას. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსები დივერსიფიცირებული პორტფელის ქონასა და ინვესტიციებამდე საფუძვლიანი კვლევის ჩატარებას გვირჩევენ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები და ივაჭრე ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები