ბასილაშვილი TV პირველის ჩანაწერებზე რეაგირებას ითხოვს
ფოტო: AP
TV პირველის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე ნიკოლოზ ბასილაშვილი რეაგირებას ითხოვს. ჩოგბურთელის ადვოკატებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავენ, რათა მოკვლევა დაუყოვნებლივ დაიწყოს.
ადვოკატები, ასევე, მოითხოვენ, რომ დადგინეს, დაზიანდა თუ არა არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჩანაწერების გავრცელებით და მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიება გატარდეს.
"ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებრებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება. პირველ ეტაპზე დადგინდეს ხომ არ დაზიანდა, ინფორმაციის გავრცელებით, არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უსფრთხოების დაცვის მიზნით, გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის აღმზრდელებსა და მის უახლოეს გარემოცვას მიეწოდოს საჭირო ინსტრუქცია. თავად არასრულწლოვანს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოს კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარება", — აღნიშნავენ იურისტები.
ამასთან, მათი მტკიცებით, ფაილების იმ ფორმითა და შინაარსით გასაჯაროება მხოლოდ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილისა და მისი უფლებადამცველების ინტერესებში შედიოდა. ადვოკატების თქმით, აღნიშნული ჩანაწერი გამოძიებას თვად დოროყაშვილმა მიაწოდა.
"როგორც მოგვინებით გაირკვა, ქორწინების პერიოდში, ის სისტემატიურად აკეთბდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს სხვადასხვა მოწყობილობის მეშვეობით. ამ ეტაპისთვის, სასამართლოს ეს ჩანაწერები არ გამოუკვლევია და ის დალუქულ მდგომარებაშია.
ჩვენთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, თავისუფლად ვრცელდება მედიაში. ტელეკომპანია პირველისთვის დაბრკოლება და უხერხულობა არ შეუქმნია იმ ფაქტს, რომ ჩანაწერი შეიცავს ინფორმაციას არასრულწლოვანის შესახებ, რითაც, პირველ რიგში, ილახება ლუკას ბასილაშვილის კანონიერი ინტერესები", — ვკითხულობთ განცხადებაში.
22 იანვარს TV პირველმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერები, რომელიც მათი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნეკა დოროყაშვილს ეკუთვნის. როგორც ჟურნალისტი სიუჟეტში აღნიშნავს, ეს ფაილი ერთ-ერთია იმ ჩანაწერებს შორის, რომლებიც მხარეებმა სასამართლოში წარადგინეს.
გავრცელებულ ფაილებში ბასილაშვილი ყოფილ ცოლს შეურაცხყმოფელად მოიხსენიებს და მის დამცირებას ცდილობს. ამასთან, ის დოროყაშვილს სოციალურ ქსელში პოსტის რეკლამირებისთვის ეკამათება და ეუბნება, რომ "ღირსება" არ გააჩნია, რაზეც დოროყაშვილი პასუხობს, რომ ამ ფულს დაუბრუნებს. ჩანაწერებში ისმის კამათი შვილთან დაკავშირებით — ბასილაშვილი დოროყაშვილს ეუბნება: "შენ თვითონ გაზრდი და მოუარე".
ამას 24 იანვარს გამოეხმაურა თავად ბასილაშვილი და განაცხადა, რომ ჩანაწერები "კონტექსიდან ამოგლეჯილია". ის მათ ნამდვილობას არ უარყოფს, თუმცა ამტკიცებს, რომ დიალოგი, სადაც მისი და ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის საუბარი ისმის,"სრული სახით ნაჩვენები" არ ყოფილა და "ნამდვილ შინაარსს არ ასახავდა".
ჩანაწერების გავრცელებას მიუღებელი უწოდა ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც ნეკა დოროყაშვილისა და ბავშვის უფლებებს იცავს. მათი განცხადებით, ფაილები პირველ რიგში ზიანს აყენებს დაზარალებულების, განსაკუთრებით, ბავშვის ინტერესებს და მათ მეორეულ ვიქტიმიზაციას იწვევს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელს ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნული ბრალდებით ის 2020 წლის გასული წლის მაისში დააკავეს — ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები