მიხეილ სარჯველაძე

25 Jan. 2022, 23:34

ეს არის მათ შორის, პოლიციის მუნდირის შელახვა. ეს არის, რასაკვირველია, იმიტომ, რომ არცერთ შემთხვევაში, არც ჩვენი საზოგადოება, არც ჩემი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, არც პირადად, ვახტანგ გომელაური, რომელიც იმ სამინისტროს ხელმძღვანელია, უბრალოდ, არცერთ შემთხვევაში, მათი მსოფლმხედველობითი სისტემა აზროვნებისა ვერ იტევს და ვერ იგუებს ასეთ ქმედებებს და ასეთ მიდგომებს.

[...] მე ვიცნობ უზარმაზარ რაოდენობას პოლიციელებისას, რომლებისთვისაც აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. აი, ადამიანები, რომლებიც როგორც მე, თქვენ ვართ, აღშფოთებულია ზუსტად იგივენაირად, შეიძლება უფრო მეტადაც, იმიტომ, რომ საკუთარმა კოლეგამ მათ უღალატა პირდაპირ რომ ვთქვათ. იმიტომ, რომ ასე ნაკოწიწებ და ამ რთულ პირობებში ნაშენებ რეპუტაციას შეიძლება დანგრევის რისკი შეექმნას.

ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პალიტრანიუსის ეთერში, პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი პირის ცემის საქმეზე საუბრისას გააკეთა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…