როგორი გინდა იყოს შენი პორშე? — ოცნების მანქანის აწყობას ქართულ კონფიგურატორში შეძლებთ
ფოტო: თეგეტა მოტორსი
სასურველი და შენზე მორგებული პორშეს შერჩევა ახლა უფრო მარტივია — პორშე ცენტრი თბილისი მომხმარებელს სთავაზობს, გერმანული პრემიუმ ბრენდის ნებისმიერი მოდელი საკუთარი გემოვნებით ქართულ კონფიგურატორში ააწყოს.
ახალი პროგრამის დახმარებით თავად განსაზღვრავთ, რა ტექნიკური ფუნქციები უნდა ჰქონდეს თქვენს ავტომობილს, ირჩევთ ექსტერიერის სტილსა და სასურველ ფერს. თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, როგორი საბურავის დისკი ექნება მანქანას. სრული თავისუფლება გაქვთ, თქვენ კომფორტს მოარგოთ სალონის დიზაინიც: რა ფერი იქნება ან რა მასალას გამოიყენებთ სავარძლებისათვის.
არჩევანი მრავალფეროვანია და ჯამში 500-მდე ოფციას მოიცავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შესაძლებლობა გაქვთ, თვალი ადევნოთ ხარჯებს; კონფიგურატორში ფასები დეტალურად არის მოცემული და საბოლოო შერჩევის შემდეგ თქვენ უკვე ზუსტად იცით, რა დაგიჯდებათ პორშე, რომელიც თავად შექმენით.
"პორშე ცენტრი თბილისი მუდმივად ფეხს უწყობს მსოფლიო ტრენდებს, არ გვეშინია ვიყოთ თამამები ჩვენს გადაწყვეტილებებში და სიახლეებისთვისაც ყოველთვის მზად ვართ", — ამბობს პორშე ცენტრი თბილისის დირექტორი, პეტრე წაქაძე, — "მომხმარებელზე ზრუნვა და მათთვის კომფორტის შექმნა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. ვცდილობთ, მომხმარებელი არა მხოლოდ პრემიუმ ავტომობილებით, არამედ მაღალი ხარისხის მომსახურებითაც გავანებივროთ. გვინდა, ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალურად გავუმარტივოთ შეძენის პროცესიც, იქნება ეს ონლაინ კონფიგურაციის არჩევა თუ ავტომობილის სახლის კართად მიყვანა".
პორშე ცენტრი თბილისი გერმანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მის სტანდარტებს ზედმიწევნით მიჰყვება. კონფიგურატორიც გერმანულიდან ითარგმნა, დამუშავდა 2 500 გვერდი, რაც საერთო ჯამში 4 500 000 სიმბოლოს მოიცავს.
პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები