პლატფორმაზე დეზინფორმაციის დაშვების გამო ვარსკვლავები Spotify-ს ტოვებენ
ფოტო: Getty Images
სულ ცოტა ხნის წინ ციფრული აუდიო სტრიმინგ პლატფორმა Spotify-დან თავისი მუსიკის წაშლა ცნობილმა კანადელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, ჯონი მიჩელმა, მოითხოვა. მან თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ წერილში ახსნა, რომ მიზეზი პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციების გავრცელებაა.
მიჩელი პირველი არ არის, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ცნობილი პლატფორმიდან თავისი შემოქმედების წაშლა იმავე მიზეზით მოითხოვა კიდევ ერთმა კანადელმა მუსიკოსმა, ნილ იანგმაც.
მიჩელისა და იანგის მოთხოვნა პოდკასტერ ჯო როგანის განცხადებებს უკავშირდება. Spotify-ის ყველაზე პოპულარულ პოდკასტში კორონავირუსის ვაქცინაზეც ისაუბრეს, ამ დეზინფორმაციამ კი, იანგის თქმით, ადამიანების სიკვდილიც შეიძლება გამოიწვიოს.
"შეუძლიათ ან როგანი ჰყავდეთ, ან იანგი. ორივე ვერ გამოვა", — განაცხადა მუსიკოსმა.
"მხარს ვუჭერ ნილ იანგს", — ასეთი სათაური აქვს ჯონი მიჩელის წერილს.
"გადავწყვიტე, Spotify-დან მთელი ჩემი შემოქმედება წავშალო", — წერს მიჩელი, — "უპასუხისმგებლო ხალხი სიცრუეს ავრცელებს, რაც სხვებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ. მხარს ვუჭერ ნილ იანგს და ამ საკითხთან დაკავშირებულ მსოფლიო სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოებებს".
წინა კვირას პლატფორმიდან იანგის მუსიკა ოფიციალურად წაიშალა, რასაც Spotify-ის განცხადებაც მოჰყვა.
"ჩვენ გვინდა, რომ მთელი მსოფლიოს მუსიკალური და აუდიო კონტენტი ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამას მოჰყვება დიდი პასუხისმგებლობაც, რომ დავიცვათ ბალანსი მსმენელის უსაფრთხოებასა და შემქმნელების თავისუფლებას შორის. კონტენტთან დაკავშირებული პოლიტიკა დეტალურად გავწერეთ და პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებული 20 ათასზე მეტი პოდკასტიც წავშალეთ. ვწუხვართ, რომ ნილმა პლატფორმიდან თავისი მუსიკისწაშლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ, ვიმედოვნებთ, მალე დაგვიბრუნდება".
Spotify-ის ამ განცხადების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ მათ როგანს $100 მილიონი გადაუხადეს, რათა მისი პოდკასტი ექსკლუზიურად ყოფილიყო განთავსებულიყო ამ პლატფორმაზე. პოდკასტს, რომელიც გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ისა და ავსტრალიის ჩარტებში მოწინავე პოზიციებს იკავებს, 381 მილიონი მსმენელი და 172 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა Spotify-ის ღია წერილით მოუწოდეს, როგანის პოდკასტზე რეაგირება მოეხდინა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ როგანი ხშირად ავრცელებდა დეზინფორმაციას, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით. მის ერთ-ერთ პოდკასტში სტუმარი ამტკიცებდა, "საავადმყოფოები გარდაცვლილების სიკვდილის მიზეზად კორონავირუსის დასახელებისთვის ფულს იღებენ", ხოლო "მსოფლიო ლიდერებმა საზოგადოება ვაქცინაციის მხარდასაჭერად დააჰიპნოზეს".
ფოტო: Syfy / NBCU Photo Bank / NBCUniversal / Getty Images
თუმცა, ჯო როგანის პოდკასტი მხოლოდ პანდემიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას არ ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ მასთან სტუმრად იყო კანადელი ფსიქოლოგი ჯორდან პიტერსონი, რომელმაც განაცხადა, რომ კლიმატის მომავლის ზუსტი წინასწარმეტყველება შეუძლებელია, რადგან მოდელირება დროის ხანგრძლივ პერიოდზე რთულია. ამ განცხადებისთვის პიტერსონიც და როგანიც კლიმატის ცვლილების მკვლევრებმა გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ პიტერსონს "მეცნიერების არაფერი გაეგება", ხოლო ეს საუბარი შეცდომაში შემყვანი "გაუგებარი აბდაუბდა" იყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები