გამოწვევად რჩება პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხი — GDI-ის ანგარიში
ფოტო: IndiaSpend
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ანგარიშის, სასამართლო სისტემა — 2021-ის მიხედვით, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება, სასამართლო პროცესების წარმართვისა და უშუალოდ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ კი საზოგადოებაში ლეგიტიმური კითხვები არსებობს.
ანგარიშიდან, ასევე, ვიგებთ, რომ 2021 წელს სასამართლომ უცვლელად შეინარჩუნა სამოქალაქო აქტივისტების მიმართ წარმოებული საქმეების განხილვის პრაქტიკა, რაც სანქციის სახით საპატიმრო სასჯელებისა და გაზრდილი ფულადი ჯარიმების აქტიურ გამოყენებაში გამოიხატება.
"2021 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა არსებითად შეიცვალა, იგი 6-მა მოსამართლე და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულმა 5-მა არამოსამართლე წევრმა დატოვა. ამ უკანასკნელთა ვაკანტური ადგილის შესავსებად კი საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ დაწყებულა შერჩევის პროცედურა. რაც შეეხება მოსამართლე წევრებს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ განაგრძო წარსული მანკიერი პრაქტიკა და იუსტიციის საბჭოს ახალი წევრები კანდიდატთა მიერ თავიანთი ხედვების წარმოდგენის გარეშე, "ბრმად" აირჩია", — აღნიშნავენ ისინი.
GDI-ში ამბობენ, რომ 2021 წელს საქართველოს იუსტიციის საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობასა და ორგანიზებულობასთან დაკავშირებით კვლავ შეინიშნებოდა პრობლემები, ამასთან საბჭოს სხდომები და დღის წესრიგები კვლავაც კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, უმრავლეს შემთხვევაში სხდომის წინა დღეს ქვეყნდებოდა.
"გაუგებრობა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა. გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ საკადრო გადანაცვლებამ და ბოლო წლების მანძილზე სასამართლო სისტემაში არსებულ "კლანთან" დაახლოებული ახალი მოსამართლეების დანიშვნამ გავლენა იქონია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე", — ვკითხულობთ ანგარიშში.
მასალაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს პარლამენტმა სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან თანამშრომლობით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11 ახალი მოსამართლე აირჩია, რომელთა შორისაც კვლავაც მოსამართლეთა "კლანის" წარმომადგენლები/აფილირებული პირები არიან.
ამას გარდა, GDI-ში აცხადებენ, რომ 2021 წელს ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად მოსამართლეთა მცირე ნაწილმა მოსამართლეთა "კლანისგან" განსხვავებული აზრი საჯაროდ დააფიქსირა, კერძოდ, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, რომელშიც "კლანი" საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდა, გაემიჯნა.
"საარჩევნო დავების განხილვისას საერთო სასამართლოების ორივე ინსტანციამ უმეტეს შემთხვევაში არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნები კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის შესახებ. კვლავ გამოწვევად დარჩა აქტივისტების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გამოყენების მანკიერი პრაქტიკა და პროკურატურასთან ერთად სასამართლოს პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღად გამოყენების შემთხვევები", — ამბობენ ისინი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს მართლმსაჯულების სისტემის დამაზიანებელი, მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის შემზღუდავი ცვლილებების განხორციელებას საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები