პანდემიამ გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქოემოციური მდგომარეობა — ომბუდსმენი
ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ფსიქოემოციური მდგომარეობა, დამსაქმებლების მხრიდან კი ამას საჭიროების ადეკვატური რეაგირება და ფსიქოლოგის, სტრესის მართვის შესახებ ინფორმირებულობის, შესაბამისი უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობის შეთავაზება დასაქმებული პირებისთვის არ მოჰყოლია.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ რეგულარულ ტესტირებაზე წვდომის პრობლემა ერთ-ერთ საკვლევ მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ, ერთ-ერთი მაღალმთიანი ტერიტორიული ერთეულის ცალკეულ სოფლებში დასაქმებული რესპონდენტების თქმით, მათ საჯარო ტრანსპორტის არარსებობის პერიოდებში ტრანსპორტირებისთვის დამატებითი ხარჯის გაღება უწევდათ, რათა განრიგის მიხედვით ჩაეტარებინათ ტესტირება.
"ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ პირებში დაბალია ინფორმირებულობის ხარისხი სექსუალური შევიწროების რაობასთან და მასთან დაკავშირებულ ფაქტებზე რეაგირების მექანიზმებთან დაკავშირებით. დასაქმების ადგილას ამ მექანიზმების არარსებობა და არსებული მექანიზმების შესახებ მათი არასაკმარისი ინფორმირებულობა, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ქალებს დაუცველს ტოვებს სექსუალური შევიწროების სისტემური პრობლემის წინაშე", — ამბობენ ისინი.
ამასთან, კვლევაში ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების ნაწილისთვის დასაქმების ადგილას მენსტრუაციის სათანადო მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მიუწვდომელია.
მათი ცნობით, კვლევის რესპონდენტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალები ხშირად გამხდარან საზოგადოებისგან გარიყვის/დისკრიმინაციის მსხვერპლები იმ ნიშნით, რომ ჯანდაცვის სექტორში მუშაობენ და საზოგადოება მათ ინფიცირების მომეტებული რისკის მქონე პირებად აღიქვამს, აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალები ოჯახში ძალადობის მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან.
"პანდემიის პირობებში ირღვეოდა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების შრომითი უფლებები, კერძოდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ცვლებს შორის 12-საათიანი შუალედი არ იყო დაცული, ასევე, გამოვლინდა რამდენიმე ცვლის ერთმანეთზე მიყოლების შეთხვევები", — აღნიშნავენ ისინი.
ამასთან, მათივე ცნობით, სახელმწიფოს არ აქვს განსაზღვრული, რამდენ პაციენტზე შეიძლება იზრუნოს ექთანმა/ექიმმა ერთდროულად, ამავე დროს, ქვეყანაში ექთნების დეფიციტია და მაშინ, როდესაც ევროპაში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-დან 5-მდე ექთანი მოდის,საქართველოში ეს ციფრი 0,6-ს უტოლდება. ომბუდსმების განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენს სისტემურ პრობლემას ქვეყანაში თუმცა, პანდემიის პირობებში მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
"ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ქალების დიდი ნაწილისთვის ჩვეულ პრაქტიკად არის ქცეული ისეთი საკითხები, რომლებიც, შესაძლოა, მათი შრომითი უფლებების დარღვევადაც განვიხილოთ. კერძოდ, ნორმად არის აღქმული ერთდროულად 40 პაციენტზე ზრუნვის ვალდებულება და სხვა პერსონალის საქმიანობის შეთავსება მუშაობის დროს", — ვკითხულობთ მასალაში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ზრუნვის ტვირთის არათანაბარი გენდერული გადანაწილების და პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაზრდის პირობებში, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალების დატვირთვა გაორმაგდა, როგორც სახლში, ისე დასაქმების ადგილას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები