გულწრფელად გეტყვით, რომ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხარდაჭერას ველოდებოდით — რადას დეპუტატი
ფოტო: Twitter / Solomiia Bobrovska
უკრაინის რადას დეპუტატი, სალომია ბობროვსკა აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისგან მხარდაჭერას ელოდა. მისი თქმით, მათ იციან, რომ საქართველო მათ გვერდით დგას, თუმცა მათ უფრო კონკრეტული და მკაფიო მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონდათ.
"გულწრფელად გეტყვით, რომ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხარდაჭერას ველოდებოდით. როდესაც რადაში პარტნიორი ქვეყნების დროშები გამოვფინეთ, მათ შორის საქართველოს დროშა არ იყო. ვიცით, რომ საქართველო ჩვენს გვერდით დგას, თუმცა ჩვენ უფრო კონკრეტულ და მკაფიო მხარდაჭერას ველოდებოდით. დღეს ჩვენთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ჩამოვიდნენ და ეს ძალიან კარგი მესიჯია. ვნერვიულობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და იმ მიმართულების გამო, სადაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა მიდის", — აცხადებს რადას დეპუტატი [მთავარი არხის თარგმანი].
ბობროვსკას თქმით, ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოზე საუბრის დროს გამოთქმული შეშფოთება სწყინს და ფიქრობს, რომ დღევანდელი რთული გამოწვევების ფონზე აუცილებელია გაერთიანება და დასავლეთისკენ სვლის გაგარძელება.
"ძალიან მწყინს, როდესაც ჩვენი კოლეგები და ევროპელი პარტნიორები საქართველოზე საუბრის დროს ღრმა შეშფოთებებს გამოთქვამენ. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველო ბელარუსის გზას დაადგეს და რუსეთს დაუახლოვდეს. დღეს რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და აუცილებელია, რომ გავერთიანდეთ და დასავლეთისკენ სვლა გავაგრძელოთ. მინდა, რომ უკრაინამ და საქართველომ ერთიანი სამხედრო წვრთნები ხშირად ჩაატარონ. ჩვენი ქვეყნებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ეს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", — განაცხადა მან.
რადას კიდევ ერთი დეპუტატის, ივანა კლიმპუშ-ცინცაძის განცხადებით, მათ დიდი სურვილი აქვთ და ელოდებიან, რომ უკრაინაში მალე საქართველოს ოფიციალური პირებიც ჩავლენ. დეპუტატი აღნიშნავს ოპოზიციის მხარდაჭერას და ამბობს, რომ თუ უკრაინა ვერ გადარჩება, ვერ გადარჩება ვერც საქართველო.
"საქართველოსა და პოლონეთის პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციები შეიმუშავეს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინაში ბევრი დასავლელი პარტნიორი ჩამოვიდა და ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს. დიდი სურვილი გვაქვს და ველოდებით, რომ მალე ქართველი ოფიციალური პირებიც ჩამოვლენ. ინფორმაცია გვქონდა, რომ პარლამენტის უმრავლესობის წევრებს ჩამოსვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა მათ ეს ვიზიტი გააუქმეს. მადლობელი ვარ ქართველი ოპოზიციონერების, რომლებიც დღეს აქ არიან და მხარდაჭერას გვიცხადებენ.
რუსეთი არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ თავისუფალ სამყაროს ებრძვის. თუ უკრაინა ვერ გადარჩება, ვერ გადარჩება საქართველოც, ამიტომ ჩვენს ინტერესებშია, რომ საერთო მტერს ერთიანი ძალებით დავხვდეთ", — განაცხადა მან [მთავარი არხის თარგმანი].
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელოსა და დროას წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ, რათა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინისთვის მხარდაჭერა დაეფიქსირებინათ.
პარტია დროამ უკრაინისა და საქართველოს დროშები, რომელზეც მოქალაქეებმა მხარდაჭერის ნიშნად წარწერები გააკეთეს, უკრაინა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფსა და საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართულ შეხვედრაზე გადასცეს. ასევე, ლელოს ლიდერებმა რადაში ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს დროშა აღმართეს. მათი თქმით, ეს თანადგომისა და სოლიდარობის პოლიტიკური აქტი იყო.
გაიგე მეტი:
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები