8 გზა, როგორ გადავურჩეთ ზაფხულს
არაპოპულარული აზრი: ზაფხული წლის ყველაზე საშინელი სეზონია.
თუმცა, დარწმუნებული ვარ, ერთადერთი არ ვარ, ვინც ასე ფიქრობს. მეტიც — მგონია, რომ ზოგს ზაფხული მხოლოდ არდადეგების ან შვებულების გამო უყვარს, მაგრამ ამას არ აღიარებს. მე კი თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ წლის ყველაზე ცხელი პერიოდი (რომელიც ბოლო წლებში უფრო და უფრო ცხელი ხდება) — როცა მუშაობა და გართობა კი არა, ნორმალურად ძილიც შეუძლებელია — გულით მძულს.
ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ ცხოვრება ანტარქტიდაზე უნდა გამეტარებინა, მაგრამ ციდან რომ დავეშვი, მივხვდი, ქვეშ გავარვარებული ასფალტი იყო და არა ყინული, ამიტომ ბედს და სიცხეს ერთად შევეგუე. მას შემდეგ ყოველ წელს სხვადასხვა გზით ვცდილობ, ზაფხულს გადავურჩე. ამჟამინდელი სიცხის მიუხედავად, ვეცდები, რამდენიმე თქვენც გაგიზიაროთ.
1. წყალი ჩვენი არსობისა
ფოტო: Giphy
წყალს ისედაც ოთხივე სეზონზე ვსვამთ და იმის შეხსენება, რომ ბევრი წყალი დალიოთ, საჭირო არცაა. დარწმუნებული ვარ, დეჰიდრატაციისა და მისგან გამოწვეული პრობლემების შესახებაც გსმენიათ. მე, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ აუცილებელი არაა, ძალიან მოგწყურდეთ — მუდმივად მიიღეთ წყალი. ამიტომ, უმჯობესი იქნება, წყლით სავსე ბოთლს თუ მუდამ თან ატარებთ (გარემოზე ზრუნვასაც თუ მოისურვებთ, უპირატესობა მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელს მიანიჭეთ).
2. ცივი ყავა ჩვენი არსობისა
ფოტო: Giphy
წყალი ერთადერთი რამ არ არის, რითაც საკუთარი თავი დეჰიდრატაციისგან შეგიძლიათ იხსნათ. როგორც წესი, ზაფხულში ყველანაირი სითხის მიღებას ურჩევენ ხოლმე — გარდა ალკოჰოლური სასმელებისა. აი, ცივი ყავა კი ნამდვილი მისწრებაა მათთვის, ვინც ყავის გემოს ვერ ელევა. მართალია, ზოგიერთი ჩვენგანისთვის ის ცხელ ყავასთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ სულ არაფერს ნამდვილად ჯობია.
3. სალათებს მაინც ვერაფერი შეედრება
ფოტო: Giph
ზაფხულში საგანგებო მენიუზე მუშაობა გვიწევს, რადგან ყავის არ იყოს, ცხელ საჭმელებსაც უნდა მოვუძებნოთ ალტერნატივა. საუკეთესო რამ კი, რასაც ამ დროს მაცივარში შეიძლება მიაგნოთ, ბოსტნეულის ცივი სალათაა. ზაფხულში არც გაზქურასთან ტრიალი მოსწონს დიდად არავის, ამიტომ მარტივი სალათა ამ გამოწვევისგანაც გიხსნით. ოდნავ გრილ ამინდში კი აჯაფსანდალის გაკეთებაზეც შეიძლება ფიქრი...
4. პრიორიტეტი — სიგრილე სახლში
ფოტო: Gip
ბევრი ჩვენგანი ზაფხულის ცხელი დღეების უმეტესობას შინ ატარებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, სახლი ამ დროსაც გვეკომფორტულებოდეს — ანუ გრილოდეს. ამისთვის ჩვეულებრივი გამაგრილებელი საშუალებები — ვენტილატორი ან კონდიციონერიც გამოდგება, მაგრამ არანაკლებ ეფექტურია სინათლის შემცირება — როგორც ბუნებრივის, ასევე ხელოვნურის. დღის საათებში თუ "მზის ფარდები" ან დარაბები დახურული იქნება, სინათლეები კი — გამორთული, ამით დიდ შვებას მისცემთ სახლსაც და საკუთარ თავსაც. ოთახის დასატენიანებლად კი სველი პირსახოცი და მცენარეებიც გამოდგება.
5. იპოვე პარკი ან სკვერი ახლომახლო
ფოტო: Giphy
ზოგჯერ შინ სიგრილის შენარჩუნება, უბრალოდ, შეუძლებელია, ამიტომ გრილი ადგილის გარეთ ძებნა გვიწევს. ასეთ დროს, როგორც წესი, ხის ჩერო გვახსენდება ხოლმე და თუკი აქამდე არ გიპოვნიათ, სჯობს, ახლომახლო პარკი ან სკვერი მონახოთ. სასურველია, იქვე პატარა შადრევანიც თუ იქნება.
6. გასაგრილებელი აქტივობების სია ულევია
ფოტო: Giphy
შადრევანი ვახსენეთ და ისიც აღვნიშნოთ, რომ ზაფხულში გართობა გაგრილების გარეშე მაინცდამაინც საინტერესო არ არის. ამიტომ, ყველანაირი თამაშის შედეგის ან ნიძლავის პირობა თუ გაგრილების რამე ფორმა იქნება — ნაყინის ყიდვა, გაწუწვა, აუზში ჩახტომა ან თუნდაც შადრევანში გარბენა — აჯობებს. თუ ვერც ვერავის ეთამაშებით და ვერც ენიძლავებით, გახსოვდეთ, რომ "წუწაობა" მარტოც შეიძლება, თანაც ძალიან მხიარულად!
7. ვიხდით ყველაფერს!
ფოტო: Giph
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მაგრამ შინაც და გარეთაც მაქსიმალურად ცოტა და მსუბუქი ტანსაცმელი ძალიან მნიშვნელოვანია — სხეულის გადახურებისგან დასაცავადაც. სასურველია, სამოსი ღია ფერის იყოს, რათა ისედაც მცხუნვარე მზეს საქმის კეთებაში ხელი არ შევუწყოთ.
8. კვლავაც რეჟიმის დაცვა გვჭირდება
ფოტო: Gip
რეჟიმის დაცვა ბევრ სიტუაციაში გვარიდებს ხოლმე პრობლემებს თავიდან. ერთ-ერთი მათგანი ზაფხულის ცხელი დღეა, როცა ადრე თენდება, გვიან ღამდება და დღემეხვალიეობა იმაზე მეტად გვეძალება, ვიდრე ოდესმე. ჩემს თავზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ უკანასკნელის მიზეზი არა შვებულების მოახლოება, არამედ ტემპერატურის მატებაა ხოლმე. ამიტომ, კარგი იქნება, ძილისა და კვების ტრადიციული რეჟიმის შენარჩუნებასთან ერთად, გრილ შხაპს, ცივი წყლის სმას და პატარ-პატარა შესვენებებს თუ მოუხშირებთ.
ბონუსი: პროდუქტიულობა სულაც არაა აუცილებელი
ფოტო: Giphy
ცხადია, აქ ისეთ მნიშვნელოვან საქმეს არ ვგულისხმობ, რომლის არგაკეთებაც კარიერას ჩამოანგრევს. თუმცა, რადგან ზაფხული დასვენების პერიოდია, ურიგო არ იქნებოდა იმის შეხსენება, რომ ეს დრო სწორედაც მხოლოდ დასვენებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ზოგიერთ ადამიანს მოცალეობის მეორე დღესვე უჩნდება შეგრძნება, რომ დროს უმიზნოდ ფლანგავს და სასწრაფოდ იწყებს ახალი ჰობის ძებნას. მოდუნდით, ჰობები, გატაცებები და პასუხისმგებლობებიც შემოდგომამდე მოიცდის. მთავარია, მანამდე ზაფხული გადავაგოროთ და გულიანად დასვენებაც მოვახერხოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები