საქართველო საკმარისად არ ახმოვანებს პოზიციას უკრაინასთან, რუმინეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად — ჰოჯესი
ფოტო: europetime.eu
ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ საქართველო საკმარისად არ ახმოვანებს თავის პოზიციას უკრაინასთან, რუმინეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა ბრიუსელსა და ვაშინგტონს გააგებინოს, რატომაა შავი ზღვა მნიშვნელოვანი რეგიონი.
"ვფიქრობ, საქართველო საკმარისად არ ახმოვანებს თავის პოზიციას უკრაინასთან, რუმინეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა ბრიუსელსა და ვაშინგტონს გააგებინოს, რატომაა შავი ზღვა ასეთი მნიშვნელოვანი რეგიონი. ახლა კიდევ ერთი შესაძლებლობაა გააგებინოს ამ ქვეყნებს, რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი ", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში [ფორმულას თარგმანი].
მისივე თქმით, საქართველომ შექმნილი სიტუაცია უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, რათა მოახდინოს მისი კრიტიკული როლის დემონსტრაცია.
"სამი რამ შემიძლია ვთქვა საქართველოსთან დაკავშირებით, პირველი — საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას სადაზვერვო მონაცემებით, სტრატეგიული გათვიცნობიერების გაზრდის თვალსაზრისით შავ ზღვასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ყველამ კარგად იცოდეს შავი ზღვის რეგიონზე და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე.
მეორე — საქართველოს უნდა გამოიყენოს ეს, როგორც შესაძლებლობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო რეგიონში, ყველა მსოფლიოში აკვირდება უკრაინას, შავ ზღვას, ადამიანები ახლა რუქაზე აღმოაჩენენ ამ ქვეყნებს და ფიქრობენ, სად არის კავკასია, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და საქართველომ უნდა შეხედოს ამას, როგორც შესაძლებლობას, რათა მოახდინოს დემონსტრაცია მისი კრიტიკული როლის, საკუთარი პოტენციალის და საქართველომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს, თუ რუსეთი არ შეჩერდება უკრაინაში და ისინი გააძლიერებენ საკუთარ პოზიციებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და გააგრძელებენ წნეხს საქართველოზე, შიდა წნეხიც იქნება დეზინფორმაციით, რადგან რუსეთი იგივე თვალსაზრისით, რომ არ უნდა წარმატებული უკრაინა, ასევე, არ სურს წარმატებული საქართველო. არ სურთ, რომ საქართველომ ისარგებლოს ლიბერალური საზოგადოების ყველა სიკეთით, ამის ეშინიათ. ძალიან დიდია ფსონი საქართველოსთვის ამ სიტუაციაში", — ამბობს ჰოჯესი.
2 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაამტკიცა. როგორც პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, უახლოეს დღეებში აშშ-დან პოლონეთსა და გერმანიაში დაახლოებით 2 000 ჯარისკაცი ჩავა. გარდა ამისა, ამჟამად გერმანიაში მყოფი 1 000 ჯარისკაცი რუმინეთში გაიგზავნება.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ჯარის განთავსება NATO-ს მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერის ჩვენებაა. ჯონ კირბის თქმით, ეს სამხედრო ძალები რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში არ იბრძოლებენ. პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ძალების პირველი ნაწილი 5 თებერვალს ჩავიდა.
7 თებერვალს, გერმანელი და ამერიკელი ლიდერების შეხვედრის პარალელურად, მოსკოვში პირისპირს ისაუბრეს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. "მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო " — ასე მიმართა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს. პუტინმა ეს გამოთქმა, რომელიც სავარდოდ რუსული შაირიდანაა და იძულებას გულისხმობს, ირონიულ კონტექსტში გამოიყენა, როცა მინსკის შეთანხმებაზე საუბრობდა.
შეხვედრის შემდეგ, ისაუბრა ემანუელ მაკრონმაც და ხაზი გაუსვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომლის საზღვართანაც 125 000 რუსი ჯარისკაცი დგას და "დიახ, ის ნერვიულობს".
გასული კვირის განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრები ჰქონდა რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან — 8 თებერვალს, სამშაბათს კი ის კიევში ჩავა. მისი თქმით, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბარი ექნება.
26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
3 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთი შეჭრის საბაბად ყალბი ვიდეოს დამზადებას გეგმავდა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა უკრაინელების თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ან რუს სეპარატისტებზე. აშშ-ს ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც კრემლი განიხილავს, არის თავდასხმის ინსცენირება და გადაღება, მათ შორის, აფეთქებებისა და მსხვერპლის გამოსახულებები.
ამასთან, როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 თებერვალს თქვა, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას გააგრძელებს, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს მზად.
გაიგე მეტი:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები