ხვედელიძემ თუმანიშვილის თეატრი დატოვა, ის შეხედულებების გამო "სასჯელზე" საუბრობს
ფოტო: კადრი ვიდეოდან
მსახიობმა, იოსებ ხვედელიძემ თუმანიშვილის თეატრი დატოვა. მიზეზად ის საკუთარი შეხედულებების გამო, თეატრის მხრიდან "სასჯელის" დაწესებას ასახელებს.
როგორც ხვედელიძე ამბობს, 2017 წლის შემდეგ მისი მონაწილეობით ყველა სპექტაკლი ჩაიხსნა და ანაზღაურება, ფაქტობრივად, გაუნულდა. მისივე თქმით, ბოლოს ხელფასიდან მხოლოდ 7 ლარი ჩაერიცხა.
On.ge-სთან საუბრისას ხვედელიძემ განაცხადა, რომ "სასჯელი" მას თეატრის მართვასთან დაკავშირებული განსხვავებული შეხედულებების გამო დაუწესეს.
"ჩარიცხული თანხის ნაწილი იქვითებოდა ჯანმრთელობის დაზღვევაზე. წლების განმავლობაში დაზღვევის ფასის ზრდასთან ერთად, ხელზე ასაღები თანხის ოდენობა მცირდებოდა. განახლებული სადაზღვევო პოლისის შემდეგ კი, "დარჩენილმა" თანხამ შეადგინა მხოლოდ 7 ლარი. დიდი მადლობა თეატრს დზღვევისთვის", — წერს ის.
მსახიობმა თეატრის დირექტორს, ზურაბ გეწაძესა და სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი სიხარულიძეს თეატრის დატოვების შესახებ 5 იანვარს მიმართა. განცხადებაში აღნიშნავს, რომ არსებობს მოსაზრება, თითქოს, ის ყველა შემოთავაზებულ როლზე უარს ამბობს. თუმცა მსახიობი ხაზს უსვამს, რომ თეატრში ყოფნის 13 წლის მანძილზე ასეთი შემთხვევა მხოლოდ 3-ჯერ და ყველა შემთხვევაში, ობიექტური მიზეზების გამო მოხდა.
ხვედელიძის თქმით, თემაზე საჯაროდ საუბარი იმიტომ გადაწყვიტა, რომ წლების მანძილზე თეატრს მასთან დიალოგის სურვილი არცერთხელ გამოუთქვამს და ეს ინიციატივა მხოლოდ მას შემდეგ გამოიჩინა, რაც მან შრომითი ურთიერთობების შესახებ განცხადება დაწერა. თუმცა ხვედელიძე აღნიშნავს, რომ არსებული უსამართლობის ფონზე, დიალოგის რესურს ვერ ხედავდა და შეთავაზებაზე უარი თქვა.
ამასთან, ამბობს, რომ განცხადების დაფაზე განთავსება მოითხოვა, რადგან წასვლის მიზეზები კოლეგებს სცოდნოდათ თუმცა, ასე არ მოხდა.
"ცხადია, აქ არ დასრულდება ამ თემაზე მსჯელობა და ყოველთვის მოძებნიან თავის გასამართლებლად არგუმენტებს. ძალიან მტკივნეული და უიმედოა ამ სამარცხვინო დეტალების ჩამოთვლა. შესაბამისად, თავს აღარ შეგაწყენთ. ვუსურვებ ყველას წარმატებას. დიდი მადლობა, ჩემს მეგობრებს და კოლეგებს ერთად გატარებული წლებისთვის. იმედია სწორად გაიგებთ ამ იძულებითი გადაწყვეტილების მიზეზს", — წერს ის.
დამატებითი ინფორმაციისთვის On.ge თუმანიშვილის თეატრთან დაკავშირებას ცდილობს, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები