საქართველოს ბანკისა და USAID-ის ხელშეწყობით დიო ექსპორტზე გასვლას გეგმავს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტი კვლავ გრძელდება. პროექტის მიზანს მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით ოპერირებადი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. უკვე 20-ზე მეტმა მონაწილე კომპანიამ მიიღო დარგის ექსპერტებისგან ინდივიდუალური კონსულტაციები და ტრენინგები. მათ შორისაა კომპანია დიო.
დიო უკვე 26 წელია ქართულ სამშენებლო ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს 70-მდე დასახელების პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის: მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯარას, სლაიდურ სისტემებს და სხვა. დიო სამ საწარმოო სივრცეს აერთიანებს და 200-მდე ადამიანს ასაქმებს. გარდა წარმოებისა, კომპანია მომხმარებელს საკონსულტაციო, აზომვით და სამონტაჟო სერვისებსაც სთავაზობს.
"ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი მომხმარებელთა სექტორისა და პროდუქციის გაფართოებაა. ასევე, ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას. ამ მიმართულებით ჩვენს კომპანიას არც ისე დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომ საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივ პროექტში ჩართულობა და ექსპორტის თემატიკაზე მიღებული კვალიფიციური რჩევები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიღებული გამოცდილება საექსპორტო ბაზრების სწორად განსაზღვრასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში გვეხმარება", — ამბობს დიოს დამფუძნებელი ირმა დაუშვილი. "დღეს მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით სამი ფილიალიდან ვუწევთ მომსახურებას. ქალაქ ქუთაისში არსებულ საწარმოში კი, პირველად საქართველოში, უზრუნველვყოფთ ავტომატიზებული საჩრდილობლის — პერგოლას წარმოებას. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ უფრო განვავითაროთ მინა პაკეტების წარმოების მიმართულება", — დაამატა მან.
"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, დიოს სამომავლო გეგმების განხორციელებაში შევუწყოთ ხელი. კომპანია წლების მანძილზე მნიშვნელოვნად იზრდება, ავითარებს პროდუქციას და დღეს ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. ამ უკანასკნელს უკვე 26 წელია იცნობს ადგილობრივი მომხმარებელი და მოხარულები ვართ, რომ უახლოეს მომავლში დიოს პროდუქცია მეზობელ ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი. გვინდა მათ გუნდს წარმატება ვუსურვოთ. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას", — განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
"აღნიშნული პროექტი ქართველ მეწარმეებს სთავაზობს პრაქტიკულ მომსახურებას, მათ შორის საბაზრო კავშირების გაღრმავების, საერთაშორისო სტანდარტებზე წვდომისა და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებს. ეს გახლავთ ერთ-ერთი იმ ინიციატივათა შორის, რომლის საშუალებითაც USAID– ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს ეკონომიკის სექტორებში დროულ, პრაქტიკულ დახმარებას, მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშწყობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკთან ერთად, მცირე და საშუალო საწარმოებს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში ვუჭერთ მხარს", — აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები