თიბისის დიზაინ ტრანსფორმაცია — ადამიანების ცხოვრების გამარტივებისთვის
ფოტო: თიბისი
"ერთი ნაბიჯით წინ მიზნამდე — გავუმარტივოთ ცხოვრება 10 მილიონ ადამიანს მთელ რეგიონში" — სწორედ ამ გზავნილით წარადგინა თიბისიმ დიზაინ ტრანსფორმაციის პროცესი ჯერ კიდევ გასულ წელს. და მაინც, რას ნიშნავს დიზაინ ტრანსფორმაცია? რა იცვლება და როგორ? რა ძალა აქვს დიზაინს და როგორ შეიძლება მისი მეშვეობით მომხმარებლების თუ თანამშრომლების ყოველდღიურობის გამარტივება? — ამ კითხვებს თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის ლიდერი, გიგი ჯანელიძე პასუხობს.
"საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ, როგორც მომხმარებლებს, გვიყვარს ის პროდუქტები და სერვისები, რომლებიც ჩვენში სასიამოვნო ემოციებს აღძრავენ და ასევე ქმნიან მომხმარებლის უნაკლო გამოცდილებას. მომხმარებლის უნაკლო გამოცდილება სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ესენია: სასურველობა (რა სარგებელი მოაქვს ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს ადამიანისთვის), სიცოცხლისუნარიანობა (რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩვენი ბიზნესისთვის) და განხორციელებადობა (ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენ მათ შესაქმნელად ვიყენებთ). დიზაინ ტრანსფორმაცია ბიზნესპროცესებსა და კორპორაციულ კულტურაში ყველა ამ კომპონენტს აძლიერებს" — გვიამბობს გიგი.
მისი თქმით, დიზაინერული პრაქტიკის ბიზნესში შემოტანით უმჯობესდება UX (მომხმარებელთა გამოცდილების) სტანდარტები, ძლიერდება UX სპეციალისტების როლი, კომპეტენცია და ამასთან, მარტივდება დიზაინ ფიქრის მეთოდოლოგიის დანერგვაც, რომელიც, თავის მხრივ, პროდუქტისა და სერვისის გუნდებს მომხმარებელთა გამოცდილების შესწავლაში, პრობლემების გადაჭრაში, ინოვაციების დანერგვასა და გუნდის შიგნით თუ მის გარეთ კომუნიკაციაში ეხმარება.
ჩვენი სლოგანია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და როცა ვსაუბრობთ ადამიანებზე, ამაში მხოლოდ ჩვენს მომხმარებლებს არ ვგულისხმობთ, არამედ — თანამშრომლებსაც,
გიგი აღნიშნავს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში დიზაინის როლის გაძლიერებით თანამშრომლები ხდებიან უფრო ემპათიურები და უკეთ ამყარებენ კავშირებს ერთმანეთთან — "საერთო ენაზე საუბრობენ". დიზაინში კი, გიგის თქმით, არ მოიაზრება მხოლოდ ესთეტიკური მხარე, ეს პრობლემების გადაჭრის გზებსაც გულისხმობს.
"დიზაინ ფიქრის მეთოდოლოგიის მთავარი იდეა ისაა, რომ მისი მეშვეობით დიდი პრობლემების გადაჭრა საერთო ძალისხმევით უფრო მარტივია, ის გაძლევს ამბიციური მიზნების დასახვის და კომუნიკაციის დამყარების საშუალებას არა მარტო სიტყვებით, არამედ არტეფაქტებით — კვლევებით მიღებული მონაცემებით, პროტოტიპებით, დიაგრამებით თუ სქემებით", — ამბობს გიგი და ამატებს — "როცა ამ ტიპის "ეჯაილ" კულტურა ყალიბდება კომპანიაში, ფაქტობრივად, ყველაფერი შესაძლებელი ხდება, რადგან ერთი მხრივ, ადამიანებს ესმით, რამდენად ღირებულია გამოცდილების გაზიარება და პრობლემების საერთო ძალისხმევით გადაჭრა, მეორე მხრივ კი, არ ეშინიათ საკუთარი თავისთვის უფრო ამბიციური მიზნების დაწესების".
რა არის საჭირო დიზაინ ტრანსფორმაციისთვის? — გიგი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, შევცვალოთ თანამშრომლების ხედვა და მივცეთ მათ ის ინსტრუმენტები, რომლებიც მომხმარებელთა პრობლემების გადაჭრის, იდეების გენერირების და ინოვაციების დანერგვისთვის გამოადგებათ. "ეს, საბოლოოდ, ზრდის მომხმარებელთა ბაზას და ხდის მას უფრო თანამედროვესა და ტექნოლოგიურს", — ამბობს გიგი.
თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის პროცესი თიბისის ცენტრალურ და საერთაშორისო გუნდებში მიმდინარეობს და იგი მრავალ ეტაპს მოიცავს. გიგის თქმით, კომპანიას ღიაობის ძლიერი კულტურა აქვს და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომაც დიზაინ პროცესებს ეფექტიანად ნერგავენ:
"ჩვენ ვცვლით და ვაძლიერებთ UX სპეციალისტების როლებს, ვქმნით ცალკეულ კომპეტენციის ცენტრებს, როგორიცაა, მაგალითად, თიბისის დიზაინ სისტემის გუნდი. ამასთან, თიბისიმ პირველად შექმნა დიზაინ ფიქრის ინსტრუმენტების სრული ნაკრები და ჩამოაყალიბა CJM (Customer Journey Mapping) ქართულ ენაზე, ამასთან ჩავატარეთ არაერთი მასშტაბური ტრენინგი დიზაინ ფიქრის შესახებ", — ამბობს გიგი.
თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის ლიდერი სამომავლო გეგმებსაც მიმოიხილავს, მისი თქმით, კომპანიის 2022 წლის გეგმებში სრულფასოვანი UX აუდიტის ჩატარება, Design Leadership-ის გუნდის და დიზაინის კომპეტენციის ცენტრის გაძლიერებაა. ასევე, გამოვა Design System-ის რელიზის პირველი ვერსია, რომლის საფუძველზეც რამდენიმე მნიშვნელოვანი ციფრული პროდუქტი განახლდება. ასევე იგეგმება TBC x Product Design School-ის ამოქმედება თიბისი აკადემიის ფარგლებში და მრავალი სხვა საგანმანათლებლო აქტივობა.
"საბოლოო ჯამში, 2023 წლის დასაწყისამდე ჩვენ კიდევ უფრო დამაჯერებლად უნდა ვთქვათ, რომ ვართ როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ისე ბიზნესი, რომლის მამოძრავებელი ძალაა დიზაინი და უნაკლო გამოცდილება — გამოცდილება, რომელსაც ჩვენი ბრენდი ყველა თანამშრომელთან ერთად ქმნის".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები