ამ კრიზისის მთავარი გაკვეთილია, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გავთავისუფლდეთ — ფონ დერ ლაიენი
ფოტო: EURACTIV.com
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაიზის კრიზისიდან მთავარი გაკვეთილი, რაც ისწავლეს, არის ის, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდნენ.
"უკვე რამდენიმე კვირაა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან გააძლიერონ თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროკავშირში. იმ ზომებით, რაც მივიღეთ, უსაფრთხოდ ვართ ამ ზამთრისთვის, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რაც ამ კრიზისიდან ვისწავლეთ, არის ის, რომ გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ენერგიის წყაროები და რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გავთავისუფლდეთ.
ეს კრიზისი მოსკოვმა შექმნა, ჩვენ არ აგვირჩევია დაპირისპირება. ჩვენ ვიმედოვნებთ საუკეთესოს, თუმცა ვემზადებით უარესისთვის, მაგრამ სხვაგვარი მომავალიც შესაძლებელია. მომავალი, სადაც რუსეთი და ევროპა თანამშრომლობენ საერთო ინტერესების გარშემო, მომავალი, სადაც თავისუფალი ქვეყნები ერთად და მშვიდობიანად მუშაობენ. ესაა ჩვენი მისწრაფება და დარწმუნებული ვარ, ამ მისწრაფებას რუსი ხალხიც იზიარებს. ახლა კრემლის გადასაწყვატია რა გზას აირჩევს", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, შექმნილი კრიზისი უკრაინას უკავშირდება, თუმცა ამაზე ბევრად მეტია და ეხება იმას, თუ რას ნიშნავს იყო სუვერენული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა 21-ე საუკუნეთი.
"უკრაინელი ხალხი ცდილობს გაბედულად გააგრძელოს ცხოვრება, თუმცა ბევრი მათგანი კართან ჩანთებს ინახავს, სხვებს საკვების ქილები აქვთ დამარაგებული, რათა უარესისთვის მოემზადონ. ეს ისტორიები არ არის 1940-იანი წლებიდან, ეს არის ევროპა 2022 წელს და ეს ხდება რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკით. უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. ის აკეთებს საკუთარ არჩევანს საკუთარ მომავალზე, თუმცა ეს კრემლს არ მოსწონს და ის ომით იმუქრება. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინასთან. ეს კრიზისი უკრაინას უკავშირდება, დიაც, მაგრამ ეს ამასთანავე ბევრად მეტია. ეს, ასევე, ეხება იმას, თუ რას ნიშნავს იყო სუვერენული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა 21-ე საუკუნეში", — აღნიშნავს ლეიენი.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, თუ კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ძალადობას აირჩევს, მათი პასუხი ერთიანი და ძლიერი იქნება.
"მე მტკიცედ მწამს დიპლომატიის. ტრანსატლანტიკური საზოგადოება დიდი ხანია არ ყოფილა ასეთი ერთიანი დაჩვენი მოწოდება რუსეთის მიმართ ნათელია — არ აირჩიო ომი, მაგრამ მოდი ვიყოთ ფხიზლად, თუ კრემლი აირჩევს უკრაინი წინააღმდეგ ძალადობას, ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და ძლიერი.
რუსეთის სტრატეგიული ინტერესია ეკონომიკის დივერსიფიცირება, ცალმხრივი ეკონომიკა და ამჟამინდელი ხარვეზების დაფარვა. ამისთვის მათ სჭირდებათ ტექნოლოგიები, რაშიც ჩვენ ვართ გლობალური ლიდერები. მაღალტექნოლოგიური კომპონენტები, რაშიც რუსეთი თითქმის მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. ასე, რომ ჩვენი სანქციები, შეიძლება, ძალიან მძიმე იყოს და ეს კრემლმა კარგად იცის", — თქვა მან ევროპარლამენტში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს მოსახლეობისთვის სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოსალოდნელ ომზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეუბნებიან, რომ 16 თებერვალს დაიწყება სამხედრო ინტერვენცია, რასაც ისინი ერთობით უპასუხებენ. კერძოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დღეს უკრაინის დროშების და ცისფერ-ყვითელი ლენტების გამოფენით შეხვდებიან და მსოფლიოს მათ ერთიანობას აჩვენებენ.
11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას. მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კი მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. ამერიკის მსგავსად სხვა ქვეყნებიც მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა.
დღეს, 16 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვა გაავრცელა და ერს ერთიანობის დღე მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არავის შეუძლია უყვარდეს უკრაინა ისე, როგორც მის მოქალაქეებს და მხოლოდ მათ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი ქვეყანა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები