ლომჯარია: ეუთო/ოდირი მოითხოვს, ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს
ფოტო: სახალხო დამცველის პრესსამსახური
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა გაასაჯაროა. ომბუდსმენის თქმით, მათ 2 თებერვალს მიმართეს და სთხოვეს, წარედგინათ მოსაზრება ამ სამსახურის გაუქმებისა და იმ ცვლილებების თაობაზე, რაც საკანონმდებლო პროცესს მოჰყვა. მისივე თქმით, 18 თებერვალს მიიღეს დაჩქარებული წესით მომზადებული დოკუმენტი, სადაც ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს.
"ეს არის მათი მთავარი რეკომენდაცია, რაც ეფუძნება იმას, რომ პირველ რიგში, ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ ის პროცესი, როგორც წარიმართა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სამართალს და დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ეუთოს სტანდარტებს", — აცხადებს ლომჯარია.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირს, მიაჩნია, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობის, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
"ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე, სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაზე, მათ შორის, ახალ შექმნილ სამსახურებზე. ის კატეგორიულად მოითხოვს და აძლევს რეკომენდაციას სახელმწიფოს, შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება", — განაცხადა ომბუდსმენმა.
ლომჯარიას თქმით, ეუთო/ოდირის მეორე მნიშნველოვანი რეკომენდაცია არის ის, რომ, თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეებს, შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და ამ ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოთხოვნა ეუთო/ოდირის, რომელიც იშველიებს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის იმათ, რომელსაც საქართველოც აღიარებს და ამბობს, რომ მიუღებელია დამოუკიდებელი ინსტიტუტების არჩევითი ხელმძღვანელი თანამდებობის გაუქმება, თუნდაც საკანონმდებლო გზით, რადგან ეს წარმოადგენს მათ საქმიანობაში და მათი დამოუკიდებლობის ხელყოფას", — განაცხადა მან.
ბრიფინგზე ლომჯარიას უთხრეს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ითხოვს გასაჯაროვდეს, რა კითხვებით მიმართა ომბუდსმენმა ეუთო/ოდირს, რომ ცხადი იყოს რაზე დაყრდნობით მიიღეს ეს დასკვნა; მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ლომჯარიამ პარლამენტთან შეუთანხმებლად მიიღო. პასუხად სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსთვის ამის შესახებ ცნობილი იყო და დასძინა, რომ პარლამენტს თავად ჰქონდა ვალდებულება მისი ინფორმირების, როცა ამხელა მნიშნველობის ინსტიტუტი გააუქმა.
პარლამენტმა ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაჩქარებულად განიხილა და გასული წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სამსახური. მის მაგივრად ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შეიქმნა.
კანონის მიღების შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა, ამერიკის ელჩმა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ, იყო მიუღებელი და ამ კანონის მიღება უნდა დაფუძნებოდა ფართო დისკუსიებს, ღია და ღრმა განხილვებს, მათ შორის, ამ დისკუსიებში პირველ რიგში ჩართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რეფორმა უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და თანამდებობის პირების მიმართ მსგავსი მსუსხავი ეფექტის თავიდან არიდების გზით.
ლონდა თოლორაიას შეფასებით, ეს არის შტურმი სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არასოდეს არავის უთანხმებდა. მისი თქმით, მმართველ პარტიას სამსახურის გაუქმების შესახებ მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სამშობიაროდან უწყების გაძლიერების პროექტს წერდა, პარლამენტი მისი გაუქმების შესახებ კანონპროექტს ამზადებდა.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები