კანიე ვესტის ახალი ალბომის მოსმენა მხოლოდ $200-იანი მოწყობილობითაა შესაძლებელი
თებერვალში კანიე ვესტი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. სოციალურ ქსელებში ყოფილი ცოლის, კიმ კარდაშიანისა და მისი ახალი შეყვარებულის შესახებ ახალ-ახალი პოსტების წერის შემდეგ, ამჯერად მუსიკოსმა ფანებს მოულოდნელი სიახლე შესთავაზა. კანიეს განცხადებით, გულშემატკივრებს ახალი ალბომის, Donda 2-ის მოსმენა მხოლოდ $200-ის ღირებულების მოწყობილობით — Stem Player-ით შეეძლებათ.
კანიემ საკუთარი გადაწყვეტილება მუსიკის "მჩაგვრელ ინდუსტრიასთან" ბრძოლის სურვილით გაამართლა:
"Donda 2 მხოლოდ ჩემს პლატფორმაზე, Stem Player-ზე იქნება ხელმისაწვდომი და არა Amazon-ზე, Spotify-ისა ან YouTube-ზე. დღეს მუსიკოსები ინდუსტრიაში შესული თანხის მხოლოდ 12%-ს იღებენ. დროა, მუსიკა ამ მჩაგვრელი სისტემისგან გავათავისუფლოთ. დროა, მართვის სადავეები ხელში ავიღოთ და ჩვენი სისტემა შევქმნათ", — დაწერა მუსიკოსმა ინსტაგრამზე.
ფანების უდიდესი ნაწილი კანიეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო და იმედგაცრუებული დარჩა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ, მათი თქმით, $200-იანი Stem Player-ის ყიდვა ძვირი სიამოვნებაა და ამას ვერ შეძლებენ. ზოგიერთი ფანი იმდენად გაბრაზდა, რომ მუსიკოსისთვის ბოიკოტის გამოცხადებასაც აპირებს.
"სტრიმინგ პლატფორმები არ მოგწონს? კარგი, მაშინ შენი ალბომი ვებგვერდზე გაყიდე. თუ გინდა, მხოლოდ ალბომის ფიზიკური ასლები გაყიდე. მაგრამ როცა მუსიკა მხოლოდ $200-იან მოწყობილობაზეა ხელმისაწვდომი, ეს აბსურდულობის საზღვრებს ცდება და გამართლება არ აქვს. ამით მხოლოდ საკუთარ ფანებს აზარალებს", — წერს ერთ-ერთი ფანი რედიტზე.
"უამრავ ადამიანს ფინანსურად უჭირს და მილიარდერს უნდა, რომ ღარიბ ხალხს რაღაც სიმღერები $200-ის სანაცვლოდ მოასმენინოს", — წერს მეორე ფანი რედიტზე.
გულშემატკივრების ნაწილი კანიეს აფრთხილებს, რომ მის მუსიკას პირატული გზებით მაინც მოუსმენენ.
"კანიე, DONDA 2-ისთვის $200-ს არ გადავიხდი. ყველაფერს ონლაინ ვიპოვი"
ფანების უკმაყოფილებას კანიე, რომლის ქონებაც $1,8 მილიარდადაა შეფასებული, მალევე გამოემხაურა და აღნიშნა, რომ საკუთარ ხელოვნების ფასს თავად განსაზღვრავს. კანიეს თქმით, ტექნოლოგიების გავლენით მუსიკა, ფაქტობრივად, უფასო გახდა და ხელოვანი ფულს ვეღარ იღებს, თუ კონცერტებს არ ჩაატარებს ან, მაგალითად, ბოტასებს არ გამოუშვებს.
"მზად ვარ, ფეხზე მდგარი მოვკვდე, რადგან მუხლმოყრილი აღარ ვიცხოვრებ", — განაცხადა კანიემ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში




კომენტარები