შალვა პაპუაშვილი

25 Feb. 2022, 11:58

საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას — გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის ფორმატებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და ომის შეწყვეტისთვის ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად. მხოლოდ ბოლო 3 დღის განმავლობაში პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე იმყოფებოდა ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე; თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია მონაწილეობდა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში; ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში. რა თქმა უნდა, ყველა ამ ფორმატში შეეხებოდნენ უკრაინას და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. 

საქართველოს ელჩი უკრაინაში და კონსული დღემდე რჩებიან კიევში და არიან კავშირში უკრაინის ხელისუფლებასთან და უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. საქართველოს მთავრობამ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის გამო საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში განთავსება. 

საქართველოს მთავრობა სწავლობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებებს და მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს მის მიწოდებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…