უორენ ბაფეტის 3 აქცია, რომელიც ახლავე უნდა იყიდო
ფოტო: finextra
გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საფონდო ბირჟებზე ჯერ კიდევ გაურკვევლობაა. მიუხედავად იმისა, რომ S&P-ის ინდექსი ბოლო მონაცემებით აღდგენის ტენდენციას აჩვენებს, გასული წლის მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით ის დაახლოებით 9%-ით არის შემცირებული.
ბევრი ინვესტორისთვის კრიზისები შესაძლებლობების შექმნის ერთ-ერთი საშუალებაა, რის გამოც ახლა საფონდო ბირჟებისადმი ყურადღება მაქსიმალურად არის მიმართული.
ბაზარზე არსებული ტურბულენტური სიტუაციის გათვალისწინებით, ანალიტიკოსების ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტისა და მისი კომპანიის Berkshire Hathaway-ის მხარდაჭერილ სამ აქციაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ახლა მათი ყიდვისთვის საუკეთესოა დროა.
საუბარია Amazon-ის, Bank of America-სა და UPS-ის აქციებზე, რომლებიც ბაზარზე არსებული არეულობის ფონზე საუკეთესოდ გამოიყურებიან.
Amazon
ფოტო: Facebook
ეს ტექნოლოგიური გიგანტი მომავლის კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული კომერციის ეს ფირმა Berkshire Hathaway-ის უზარმაზარ პორტფელში დიდ ადგილს არ იკავებს.
Amazon ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა და დიდი შანსია, რომ კიდე უფრო გაიზარდოს. ახლა როცა, ბაზარი გაურკვევლობაშია ბევრი ინვესტორი ცდილობს აქციებზე შემცირებული ფასებით ისარგებლოს.
გასულ წელთან შედარებით კომპანიის აქციები დაახლოებით 9%-ით არის შემცირებული, ხოლო გასული წლისავე საუკეთესო ფასთან შედარებით ვარდნა 19%-ია. ამის მიუხედავად, Amazon-ის სამომავლო ზრდაში არავის ეპარება ეჭვი.
Bank of America
ფოტო: BAM
ექსპერტების შეფასებით, მსხვილი აქციების უკან დახევა დროებითია და ის მსოფლიოში არსებულ დაძაბულობას უკავშირდება. ინვესტორები, რომლებიც ამ კომპანიის აქციებს აკვირდებიან შეამჩნევდნენ, რომ მისი დივიდენდის სარგებელი 2%-ზე ნაკლებია, გასული კვირის ვარდნის შემდეგ.
თუ ფართო სურათს შევხედავთ, ვნახავთ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების ზრდას გეგმავს, რაც ბანკების მომგებიანობას გაზრდის.
ახლა ამ აქციაში ინვესტირება ლურჯი ჩიპის მაღალი ღირებულების ფასიანი ქაღალდის შედარებით იაფად შესყიდვას ნიშნავს, რამაც, დიდი ალბათობით, სამომავლოდ მოგება უნდა მოგიტანოს.
UPS
ფოტო: Aaron Doucett / Unsplash
ეს კომპანია Berkshire-ის პორტფელის 0,1%-ზე ნაკლებს შეადგენს. UPS 2022 წელს ელოდება 13,7%-იანი საოპერაციო მარჟის გამომუშავებას 102 მილიარდის შემოსავლიდან. შესაძლებელია შემოსავალი შემცირდეს, თუმცა კომპანიის მომგებიანობა გაიზრდება. 2021 წელს საინვესტიციო კაპიტალიდან ამონაგები 30,8% იყო. კომპანია ელოდება, რომ 2022 წელს ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება.
UPS-მა 49%-ით გაზარდა დივიდენდის მოცულობა და ერთ აქციაზე 6,08 დოლარი გახადა — ეს ნიშნავს იმას, რომ დივიდენდის წლიური განაკვეთი ახლა 2,9%-ია. კომპანია ელოდება, რომ 2022 წელს სულ მცირე 1 მილიარდის მოცულობის საკუთარ აქციებს გამოისყიდის და 5,2 მილიარდ დოლარს დივიდენდის სახით გაუნაწილებს საკუთარ აქციონერებს.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები