ლექციები საგამომცემლო საკითხებზე — თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ახალი პროექტი
ფოტო: თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი
თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქმა გამომცემლებისთვის კიდევ ერთი ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც მათთვის, საგამომცემლო სფეროს საერთაშორისო სპეციალისტების მიერ, პროფესიული ლექციების ჩატარებას გულისხმობს. მოწვეული სტუმრები ადგილობრივ გამომცემლებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებსაც გააცნობენ.
პროექტის იდეაზე, მიზანსა და შინაარსზე, უფრო მეტი თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის საერთაშორისო და საგამომცემლო პროექტების მენეჯერმა, ლუკა გრიგოლიამ, მოგვიყვა.
რა არის თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ახალი პროექტის იდეა და რას მიცემს პროფესიული ლექციების სერია ადგილობრივ გამომცემლებს?
ამ პროექტით გვინდა, ადგილობრივი გამომცემლები დარგის წარმატებულ უცხოელ სპეციალისტებთან დავაკავშიროთ, მივცეთ შესაძლებლობა, მოისმინონ მათი გამოცდილების შესახებ, ჰკითხონ და მიიღონ პასუხები, გაცვალონ აზრები, გაიგონ რა თანამედროვე ტენდენციებია საგამომცემლო სფეროში და ა.შ. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და ცოდნის მიღების საშუალებაა.
ამ პროექტის განხორციელებას ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე ვგეგმავდით, თუმცა, კოვიდპანდემიის გამო, მასშტაბები შევამცირეთ და მხოლოდ ონლაინლექციებით შემოვიფარგლეთ. ლექციები Archipelago Books-ის, FSG-ს, Little Brown-ისა და Disney-ს სპიკერებმა წაიკითხეს. ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო. ამიტომ, გვიხარია, რომ პროექტს ვაგრძელებთ და ახლა უკვე უფრო დიდი მასშტაბითა და, თანაც, ფიზიკურ ფორმატში ვატარებთ.
ფოტო: თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი
ამჯერად, ვინ იქნებიან სპიკერები და რა იქნება შეხვედრების მთავარი თემები?
ლექციებს PEN UK-ს, Granta-ს, Suhrkamp-ის, Scribe-ისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაატარებენ. სულ შვიდი სპიკერი გვეყოლება. შვიდივეს გამოცდილება განსხვავებულია — ისინი საგამომცემლო სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ.
ვფიქრობთ, საკმაოდ საინტერესო იქნება ქართველი გამომცემლებისთვის PEN UK-ის წარმომადგენელთან შეხვედრა. Booker-ის პრემიის სიებში მოხვედრილი წიგნების უმეტესობა, სწორედ მისი ინიციატივითაა თარგმნილი. ნინო ხარატიშვილისა და ნანა ექვთიმიშვილის ნაწარმოებებიც სათარგმნად მან შეარჩია, ინგლისურად PEN UK-ის დაფინანსებით ითარგმნა და Booker-ის პრემიის გრძელ სიაშიც მოხვდა.
ერთ-ერთი სპიკერი, წიგნის წარმატებული დიზაინერი, ყდის შექმნის სპეციფიკაზე ილაპარაკებს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რედაქტორი, წიგნის გაუმჯობესების გზებზე ისაუბრებს. ერთ-ერთი სტუმარი საავტორო უფლებების შესყიდვასა და გაყიდვაზე გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას. იქნება საუბრები გამომცემლობების გამოწვევებსა და კრიზისული სიტუაციების დაძლევის გზებზე, მარკეტინგზე და ა.შ.
ვის შეუძლია შეხვედრებზე დასწრება და არის თუ არა შეზღუდული მონაწილეთა რაოდენობა?
დასწრება შეუძლია ნებისმიერ გამომცემელს და არც თემების არჩევაში გვაქვს შეზღუდვა. თუმცა იმისთვის, რომ შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მშვიდად წარიმართოს, ადგილები ლიმიტირებული იქნება. ამიტომ, განცხადების შევსებისას, აპლიკანტებმა, შეხვედრის თემები პრიორიტეტების მიხედვით უნდა მონიშნონ. თუ ინტერესი მაღალი იქნება, უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეებს, რომელთა სპეციალობაც მეტად ესადაგება კონკრეტულ თემას.
რამდენად ხორციელდება საქართველოში მსგავსი პროექტები, არის თუ არა ეს სიახლე ჩვენი ქვეყნისთვის?
საგამომცემლო სფეროდან უცხოელ და ადგილობრივ კოლეგებს შორის მსგავსი შეხვედრები მანამდეც იმართებოდა. მაგალითად, მწერალთა სახლს, ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთხელ მოუწვევია გამომცემლები და ლიტერატურის აგენტები. თუმცა, თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მიერ ორგანიზებული ეს პროექტი, უფრო მასშტაბურია, მეტ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანს აერთიანებს და საგამომცემლო სფეროს ბევრ მიმართულებას ფარავს, რაც უკვე ნამდვილადაა სიახლე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამგვარი ინიციატივები, თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის დასრულების შემდეგ, მომავალშიც გაგრძელდება.
ლექციები საგამომცემლო საკითხებზე 3-6 მარტს, 12-დან 16 საათამდე, სასტუმრო Moxy-ში ჩატარება.
დასწრების მსურველებს, დარეგისტრირება twbc.ge-ზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლიათ.
პროექტს თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საერთაშორისო ლიტერატურული შოუქეისის კოლაბორაციული ფონდისა (International Literature Showcase Collaboration Fund) და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები