თავისუფალი უკრაინის გარეშე არ არსებობს თავისუფალი ევროპა — ათასზე მეტი მწერალი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს
ათასზე მეტი მწერალი, მათ შორის, რამდენიმე ნობელიანტი ავტორი, უკრაინის მხარდასაჭერ განცხადებას აკეთებს. მწერალთა საერთაშორისო ასოციაცია PEN International-ის გავრცელებულ ღია წერილში ავტორები პუტინის ქმედებებს გმობენ და უკრაინელ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ.
"ჩვენ, მწერლები მთელი მსოფლიოდან, შეძრწუნებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც რუსულმა ძალებმა უკრაინისკენ მიმართეს. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დასრულდეს ეს სისხლისღვრა. ჩვენ ერთხმად ვგმობთ უაზრო ომს, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა მხოლოდ იმიტომ წამოიწყო, რომ ვერ ეგუება უკრაინელი ხალხის უფლებას, საკუთარი მომავალი და ისტორია მოსკოვის ჩარევის გარეშე განიხილოს. ჩვენ ერთხმად ვუჭერთ მხარს უკრაინაში მყოფ მწერლებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებს და ყველა ადამიანს, ვინც ახლა თავისი ცხოვრების ყველაზე საშინელ წუთებს გადის. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და თქვენი ტკივილის თანამოზიარე ვართ. ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანად ცხოვრების, გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფალი შეკრების უფლება. პუტინის ომი კი არის თავდასხმა დემოკრატიასა და თავისუფლებაზე არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ერთხმად მოვუწოდებთ ყველას მშვიდობისკენ და იმ პროპაგანდის დასრულებისკენ, რომელიც ძალადობას ახალისებს. თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე არ არსებობს თავისუფალი და უსაფრთხო ევროპა. მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს".
განცხადებას ხელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მწერალი აწერს. მათ შორის არიან ნობელიანტი სვეტლანა ალექსიევიჩი, მარგარეტ ეტვუდი, პოლ ოსტერი, ენტონი დოერი, ჯონათან ფრენზენი, ნობელიანტი ორჰან ფამუქი, სალმან რუშდი, ელიფ შაფაქი და ასევე ნობელიანტი ოლგა ტოკარჩუკი.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები