უკრაინული ზოოპარკებიდან ცხოველების ევაკუაცია მიმდინარეობს
ფოტო: UAnimals
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინული ზოოპარკებიდან ცხოველები პოლონეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ. პოლონეთის ქალაქ პოზნანის ზოოპარკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლები ცხოველების ქვეყანაში ჩასვლას საზღვართან ელოდებიან.
ადმინისტრაციის თქმით, ცხოველების უსაფრთხოდ ჩასვლის მაშინ იმედი დაკარგეს, როცა შეიტყვეს, რომ კოლონა, რომელსაც უკრაინული ზოოპარკის ბინადრები გადაჰყავდა, რუსული ტანკების გარემოცვაში აღმოჩნდა.
"მთელი ღამე სიახლის მოლოდინში გავატარეთ და ყველაზე საშინელი სცენარის გვეშინოდა. დღეს კი სასწაული მოხდა", — წერია ზოოპარკის განცხადებაში, — "ისინი ჩვენკენ მოდიან. მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მეტ დეტალს ვერ გაგიზიარებთ".
უკრაინაში შექმნილი საომარი სიტუაციის გამო, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთ ზოოპარკსა და ცხოველთა თავშესაფარს შეექმნა პრობლემა, რადგან ისინი საკვებითა და სხვა საჭიროებებით მომარაგებას ვეღარ ახერხებენ.
პოზნანის ზოოპარკი უკრაინელ პარტნიორებთან თანამშრომლობს, რათა, რაც შეიძლება, მეტი ცხოველის ევაკუირება მოხერხდეს. მათი თქმით, როგორც კი კიევიდან გამგზავრებული ცხოველები ქვეყანაში ჩავლენ, ლვივის ზოოპარკისთვის საკვებისა და სხვა საჭიროებების გაგზავნას შეუდგებიან.
კიევის ზოოპარკის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილმა სიტუაციამ მათ ბინადრებსაც შეუქმნა დისკომფორტი, თუმცა, პირობები ჯერჯერობით უცვლელია.
"ზოოპარკი ვიზიტორებისთვის დაკეტილია, თუმცა, ცხოველებზე ზრუნვა არ შეგვიწყვეტია", — აღნიშნავენ ისინი, — "ომი ცხოველებს საშინლად სტრესავს, ამიტომ ზოგიერთი მათგანი დახურულ და მიწისქვეშა ვოლიერებში გადავიყვანეთ. ვეტერინარები მუდმივად ადევნებენ თვალყურს მათ ემოციურ მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში დამამშვიდებელ საშუალებასაც აძლევენ".
საბედნიეროდ, ამ დრომდე ზოოპარკი ყველა საჭირო რესურსით, ელექტროენერგიით, წყლით, საკვებითა და გათბობით არის უზრუნველყოფილი.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
ასევე იხილეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები