დავით ზალკალიანი

2 Mar. 2022, 17:11

მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებით, აუცილებლად გადავდგამთ თანმიმდევრულ და გაბედულ ნაბიჯებს. საქართველო იქნება იქ, სადაც არის მისი ისტორიულად კუთვნილი ადგილი. ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს.

მოგეხსენებათ, რომ პრემიერმინისტრს ჰქონდა გუშინწინ საუბარი ევროკომისართან გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან და სწორედ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და გაწევრიანება იყო მათი საუბრის ძირითადი ნაწილი. მე გუშინ მქონდა საუბარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ბატონ ბორელთან, იგივე თემებზე. საუბარი მქონდა ჩვენი წევრობის პერსპექტივებზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. ასევე, მქონდა საუბარი ჩემს მოლდოველ კოლეგასთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირებული ტრიო — მოლდოვა, უკრაინა, საქართველო. ჩვენ ვართ შეთანხმებული ერთიან, სინქრონულ მოქმედებებზე იმისთვის, რომ თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგათ გაწევრიანების მიმართულებით. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა პარიზში, ბრიუსელში. უსაფრთხოების გამოწვევებთან ერთად, ჩვენ სწორედ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ ევროპელ პარტნიორებთან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…