როგორ გავუმკლავდეთ შფოთვასა და სტრესს ომის პერიოდში
ფოტო: Inc. Magazine
პანდემიის პერიოდში ცხოვრებამ კიდევ ერთხელ, უკვე ღრმად დაგვარწმუნა, რომ კრიზისულ სიტუაციებში ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არანაკლები საზრუნავი მენტალური კეთილდღეობაა. იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიური ცხოვრება გარკვეული რაოდენობის სტრესის მიღებასთან ისედაც იყო დაკავშირებული, თანამედროვე სამყაროში ბევრად უფრო მასშტაბური პრობლემები ახდენს გავლენას ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი ომიცაა. მართალია, ომი ექსკლუზიურად თანამედროვე სამყაროს პრობლემად არ შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ის 21-ე საუკუნეში მცხოვრები საზოგადოების მენტალური კეთილდღეობისთვის უფრო დიდი საფრთხეა.
ამის უპირველესი მიზეზი, რასაკვირველია, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების საშუალებებია. ყოველი სიახლე მთელ მსოფლიოში წამებში ვრცელდება, რისი შედეგიც ჩვენი ერთგვარი მიჯაჭვულობა ახალ ამბებზე; შეიძლება, შენიშნეთ კიდეც, რომ, უბრალოდ, ვერ ახერხებთ ტელევიზორი გამორთოთ ან "სქროლვას" შეეშვათ. მუდმივად გაქვთ მოთხოვნილება, უახლესი ინფორმაცია მიიღოთ, რადგან ქვეცნობიერად მაინც გგონიათ, რომ ამას თქვენი დახმარება შეუძლია.
ინფორმირებულობის შედეგები
ფოტო: smartboy10 / Getty Images
გასაგებია, რომ კრიზისულ პერიოდში ინფორმაციაზე ადამიანების მოთხოვნილება მძაფრდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ პერიოდშიც შევძლოთ ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე მოქმედი გარეგანი ფაქტორების შეფასება და გამაღიზიანებლების ამოცნობა.
შეფასება უმთავრესად სწორედ ინფორმაციის წყაროებს ეხებათ. აუცილებელია, მათი რაოდენობა შეზღუდოთ და გაარჩიოთ, რომელ მათგანს მოაქვს თქვენთვის სარგებელი და რომელი ხდება მხოლოდ სტრესისა და შფოთვის საფუძველი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მსგავს სიტუაციებში დეზინფორმაცია, ფაქტობრივად, უკონტროლოდ ვრცელდება — ზოგიერთი ამას უნებლიეთ აკეთებს, ზოგიც მიზანმიმართულად ცდილობს, არასწორი ან დამახინჯებული ფაქტებით იმოქმედოს აუდიტორიის განწყობაზე. შესაბამისად, სანამ, მაგალითად, ის "ფაქტი" დაგამწუხრებთ, რომ "რუსებმა ხარკოვი აიღეს", შეგიძლიათ, ინფორმაცია გადაამოწმოთ და გაიგოთ, ეს მცდარი ცნობაა. უმჯობესი იქნება, თუ საინფორმაციო სივრცეში (მაგალითად, სოციალურ მედიაში) წყაროებს გაფილტრავთ და მხოლოდ სანდო გამოცემებსა და "ფაქტ-ჩეკერებს" დაუთმობთ ყურადღებას.
გარდა ამისა, საჭიროა, აკონტროლოთ დრო, რომელსაც ინფორმაციის მიღებას უთმობთ. ომის პერიოდში სტრესს ქცევითი გამოხატულებაც აქვს — მოუთმენლობა, დაწყებული საქმეების მიტოვება (და შეიძლება ახლის დაწყებაც), მნიშვნელოვანი საქმეების თავიდან აცილება და მათ ნაცვლად არცთუ საჭირო დავალებების შესრულება. უმეტესად საქმეებს გულს იმიტომაც ვერ ვუდებთ, რომ ცალი თვალი კვლავ ტელევიზორის ან ფეისბუქისკენ გაგვირბის. ვფიქრობთ, რომ თუნდაც იმ ერთ საათში, როცა ახალ ამბებს მოვწყდით, მნიშვნელოვან ამბავს ჩამოვრჩით და ეს ჩვენზე ცუდად იმოქმედებს. რეალურად კი, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არასტაბილურ სიტუაციასთან შეგუება გვიჭირს.
არასტაბილურ სიტუაციასთან შეგუება
ფოტო: Getty
ისევე, როგორც პანდემიის პერიოდში, ომის დროსაც ძალიან სწრაფად ჩნდება და იცვლება სიტუაციის პერიპეტიები. სწორედ ეს გვიბიძგებს, მუდმივად ვაკონტროლოთ ახალი ამბები. მართალია, გარკვეული გამოცდილება უკვე მივიღეთ მაშინ, როცა ახალ და უხილავ ვირუსს ვებრძოდით, თუმცა, ბევრ ჩვენგანს ისევ უჭირს ისეთ მდგომარეობასთან შეგუება, სადაც სამომავლო სამოქმედო გეგმა ან არსებობს, ან მუდმივად იცვლება.
ასეთ დროს აუცილებელია, რომ მეტად იყოთ კონცენტრირებული აწმყოზე და ნაკლებად — მომავალზე. სრულიად ნორმალურია, ყველა კითხვაზე რომ არ გქონდეთ პასუხი. ამგვარად უკეთ შეძლებთ შფოთვასთან გამკლავებასაც, რადგან ომის პერიოდში მისი მიზეზი უმეტესად სწორედ მომავალზე ღელვაა. ახლანდელზე ფოკუსირებასა და დამშვიდებაში შეიძლება ასევე დაგეხმაროთ სუნთქვის ვარჯიშები და მედიტაცია.
საუბარი და ზრუნვა
ფოტო: Somewan / Dribbble
სიტუაციის არასტაბილურობასთან შეგუებასა და შფოთვის შემსუბუქებაში დიდად დაგეხმარებათ საუბარიც. ნაცვლად იმისა, რომ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს უახლესი ამბები აუწყოთ და მათგან მსგავსი ინფორმაცია მიიღოთ, სცადეთ, საკუთარ განცდებზე ელაპარაკოთ — მათ შორის, შიშებზეც, წუხილზეც და სხვა. ეჭვგარეშეა, რომ ემოციების გაზიარება შვებას მოგგვრით.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ამის საპირწონედ იზოლაცია და საკუთარ აზრებთან ჩაკეტვა შფოთვას და სტრესს ამძაფრებს. ამიტომ, თუკი რაიმე მიზეზის გამო სხვა ადამიანთან საუბარს ვერ ახერხებთ, უმჯობესი იქნება, დაწეროთ — ნებისმიერი რამ, რაც თქვენს გონებას გამუდმებით ან იმ წუთში არ აძლევს მოსვენებას.
არანაკლები შედეგის მომცემია ზრუნვა ახლობლებზე ან თუნდაც შინაურ ცხოველზე. ეს თავს უკეთ გაგრძნობინებთ; ამასთან, საყვარელ ცხოველთან ურთიერთობით სტრესსა და შფოთვასაც შეიმსუბუქებთ.
ზრუნვა საკუთარ თავზეც
ფოტო: Neha Nagar / Dribbble
გარდა უკვე ხსენებული ქცევითი გამოხატულებისა, კრიზისულ პერიოდში სტრესი ემოციურთან ერთად ფიზიკურ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას. დაღლილობა, უძილობა და თავის ტკივილი ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია, თუმცა, ზემოქმედება შეიძლება აისახოს იმუნურ და გულსისხლძარღვთა სისტემაზე, ალერგიულ ფონზე და სექსუალურ ცხოვრებაზე კი.
არ დაგავიწყდეთ, მიიღოთ ისეთი მარტივი, მაგრამ აუცილებელი დახმარება, როგორიც წყალი, საკვები და დასვენებაა. დაღლილობისა და თავის ტკივილის გამოწვევის უმთავრესი მიზეზი ხომ მათი ნაკლებობაა. მნიშვნელოვანია, ფიზიკური აქტივობის შენარჩუნებაც. ამ უკანასკნელის პარალელურად, შესაძლებლობის შემთხვევაში, სასურველია, საკუთარ ბაღშიც თუ იფუსფუსებთ და ბუნებასთან იურთიერთებთ.
აი, რაც შეეხება უძილობას, მასთან გასამკლავებლად რამდენიმე გზის ერთად გამოყენებაც შეიძლება მოგიწიოთ. პირველ ყოვლისა, საჭიროა, გქონდეთ ძილის მკაფიოდ გამოყოფილი რეჟიმი. ამასთან, შეზღუდეთ აღმგზნები საშუალებების: კოფეინის, ნიკოტინის და ალკოჰოლის მიღება. ჩაძინებაში ასევე შეიძლება დაგეხმაროთ ფიქრების დამარცვლის სავარჯიშო, კითხვა ან სხვა მომადუნებელი აქტივობა. სხვათა შორის, ძილის წინ შფოთვის შემსუბუქებასა და, შესაბამისად, ადვილად ჩაძინებაში დაგეხმარებათ თქვენი შინაური ცხოველიც.
დაბოლოს, თუკი შექმნილი სიტუაციით გამოწვეული მდგომარეობა ყოველდღიურ რეჟიმში მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებაში ან, უბრალოდ, სრულფასოვან ცხოვრებაში გიშლით ხელს, უმჯობესია, სპეციალისტს — ფსიქოთერაპევტს ან/და ექიმს — მიმართოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები