მათ ადგილას შეიძლებოდა ჩვენ ვყოფილიყავით — გერმანიაში უკრაინელ ლტოლვილებს რკინიგზის სადგურზე ხვდებიან
ფოტო: Reuters
ბერლინის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე აღმოსავლეთიდან მომავალ მატარებლებს ასობით ადამიანი ელოდება. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მატარებლებით გერმანიაში ყოველდღიურად ათასობით უკრაინელი ლტოლვილი ჩადის.
რკინიგზის სადგურზე მომლოდინეები სტუმრებს მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე სთავაზობენ საკვებსა და სასმელს, აძლევენ სიმბარათებს ტელეფონებისთვის. იქვე არიან თარჯიმნები, მოხალისეები, სამედიცინო პერსონალი და ლტოლვილების მასპინძლობის მსურველები. გერმანელებს ხელში ბანერები უკავიათ, რომლებზეც გერმანულ და ინგლისურ ენებზე წერია, რამდენი ადამიანის მიღებას შეძლებენ.
"ვუმასპინძლებთ ორ ადამიანს, მცირე ან დიდი ხნით".
"დიდი ოთახი ერთიდან სამ ადამიანამდე სტუმრისთვის. ბავშვებსაც ვიღებთ. რამდენი ხანიც გინდათ".
განზე მყოფი კაცი მეგაფონში აცხადებს, ვის შეუძლია 13 ადამიანის მასპინძლობა. მომლოდინეებს დედა-შვილი გამოეყოფა — გოგო 12 წლამდე იქნება და ხელში ბანერი უკავია წარწერით. მათ გვერდით კი 70 წელს გადაცილებული ქალი, მარგო ბალდაუფი, დგას ლურჯად და ყვითლად შეფერილი მუყაოთი. იგი ორი ადამიანის მასპინძლობისთვის მზად არის.
"მეტ-ნაკლებად თავადაც ლტოლვილის შვილი ვარ", — ამბობს მარგო. დედამისი, რომელიც 97 წლისაა, თავის დროზე ჰიტლერის ნაცისტურ რეჟიმს გაექცა, — "ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ ლტოლვილებისთვის მეც რაღაც გავაკეთო".
ამჯერად ეს ჰიტლერი არაა, თუმცა, რატომღაც, მგონია, რომ პუტინი იმავეს აკეთებს, რაც თავის დროზე ჰიტლერმა ჩაიდინა.
მიუხედავად უკრაინიდან ლტოლვილების დიდი რიცხვისა, როგორც ჩანს, გერმანიაში არც მასპინძლების რაოდენობას უჩივიან.
ფოტო: Anna Szilagyi / AP
ბერლინის გარეუბანში წყვილი — მატინა ვარდაკასი და ტიმო კოლერი — ცხოვრობენ. მათ ორი მოზარდი შვილი ჰყავთ, თუმცა, ცოტა ხნის წინ სახლის კარი ოთხ უკრაინელს გაუღეს. მეტი სტუმრის მისაღებად მატინა და ტიმო თავიანთი შვილების ოთახში გადაბარგდნენ, 13 წლის ტყუპი გოგოები, იუნა და იოლი კი, ახლა საძინებელს იყოფენ.
"როცა ამ ამბების შესახებ შევიტყვეთ, მაშინვე ვთქვით, ვინმეს უნდა ვუმასპინძლოთო, რადგან, ვფიქრობთ, რომ მათ ადგილას შეიძლებოდა ჩვენ ვყოფილიყავით", — ამბობს ტიმო.
"მთელი ცხოვრება მშვიდობიან გარემოში ვცხოვრობდით", — დასძენს მატინა, — "არ ვიცით, რას ნიშნავს, ომიანობისას იცხოვრო. ეს გამაოგნებელია. პირველად სწორედ ის ვიფიქრეთ, რომ ოჯახისთვის კარი უნდა გაგვეღო, რათა მათ თავი უსაფრთხოდ ეგრძნოთ".
მასპინძელი ოჯახის თქმით, ლტოლვილებს იმდენი ხნით დაიტოვებენ, რამდენსაც სტუმრები მოისურვებენ.
ბერლინის კიდევ ერთ უბანში უკრაინის დასახმარებლად ავტობუსს სურსათით ტვირთავენ. მათ შორისაა ტარეკ ალაოუსიც. იგი სირიელია და ომს თავად გაექცა ექვსი წლის წინ. გერმანიამდე მისაღწევად ორი თვის განმავლობაში გრძელი გზა გაიარა, თუმცა, დღეს უკვე უკრაინისკენ მიემგზავრება, რათა საზღვარზე ლტოლვილებს დახვდეს და ისინი სამშვიდობოს გაიყვანოს.
ტარეკი უკრაინისკენ მიმავალ ავტობუსს ხალხის დასახმარებლად მიჰყვება.
"ვიცი, რას ნიშნავს, ომს გაურბოდე. ზუსტად ამიტომ მინდა, ამ ხალხს დავეხმარო", — ამბობს ტარეკი.
იგი ამატებს, რომ თავის ქვეყანასა და უკრაინაში არსებულ ომს ერთი რამ აერთიანებს — ვლადიმერ პუტინის აგრესია — და ძალადობა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
ასევე იხილეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები