უკრაინის ომმა ჩემში ის ტკივილი გააღვიძა, რომელიც 1993 წლიდან მომყვება — დემნა გვასალია
ფოტო: Getty Images
რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას მოდის ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია, ეხმაურება. გვასალია, რომელიც სოხუმში დაიბადა და 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენების შემდეგ თავადაც იქცა ლტოლვილად, დღეს უკვე ცნობილი ფრანგული ბრენდის, Balenciaga-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. განცხადება სწორედ ბალენსიაგას ინსტაგრამგვერდზე გამოქვეყნდა.
"უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში იმ წარსული ტრავმის ტკივილი გააღვიძა, რომელიც 1993 წლიდან მომყვება — მას შემდეგ, რაც ჩემს ქვეყანაში იგივე მოხდა და მე სამუდამოდ ლტოლვილად ვიქეცი. სამუდამოდ იმიტომ, რომ ეს რაღაც ყოველთვის შენში რჩება. შიში, სასოწარკვეთილება და იმის გააზრება, რომ არავის სჭირდები. თუმცა, მე ისიც გავიაზრე, რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი — ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორიცაა სიცოცხლე, ადამიანური სიყვარული და თანაგრძნობა.
გვასალიას თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მისთვის განსაკუთრებულად რთული იყო ამ კვირას დაგეგმილ შოუზე მუშაობა.
"ასეთ დროს მოდა რელევანტურობასა და არსებობის უფლებასაც კი კარგავს. მოდის კვირეული რაღაც უაზრობას ემსგავსება. წუთით ისიც ვიფიქრე, გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ბევრი ვიშრომეთ და რომელსაც მოუთმენლად ველოდით. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ შოუს გაუქმება დანებება იქნებოდა — იმ ბოროტების მორჩილება, რომელიც უკვე 30 წელია, დიდ ტკივილს მაყენებს. გადავწყვიტე, რომ ჩემს წილს აღარასდროს შევწირავ ეგოსთან გამართულ ამ უაზრო, უგულო ომს.
ქართველი დიზაინერი დასძენს, რომ შოუ დამატებით ახსნას არ საჭიროებს და "ის უშიშრობას, შეუპოვრობასა და სიყვარულისა და მშვიდობის ტრიუმფს ეძღვნება".
რამდენიმე დღის წინ ბალენსიაგამ უკრაინისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად ინსტაგრამიდან ყველა ფოტო წაშალა და მათ ნაცვლად ქვეყნის დროშის სურათი გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უახლესი წარსულის თემა გვასალიასთვის ინსპირაციადაც ქცეულა. როცა დიზაინერი Vetements ხელმძღვანელობდა, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში წარმოდგენილი ნამუშევრები სწორედ საქართველოს, ცოტა ხნის წინ გადატანილ ომებსა და ოკუპაციის თემას მიეძღვნა.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
ასევე იხილეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები