ანდრიუს კუბილიუსი

12 Jul. 2022, 16:00

ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენებით, როცა მთავრობა მიზანმიმართულ შეცდომებს უშვებს. მმართველი პარტიის პოლიტიკა ქმნის რეალურ პროობლემებს იმისთვის, რომ საქართველომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ მუდმივად ვსვამთ კითხვას თუ როგორ შეუძლია ევროპას საქართველოს დახმარება, ასევე, რა სახის ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ეფექტურად დავარწმუნოთ ევროპული საზოგადოება. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ რაციონალური და სათანადო დასკვნები უნდა გააკეთონ იმ კრიტიკისა და რეკომენდაციების შემდეგ, რაც ევროკომისიამ გასცა. 

საქართველოს სურს წევრობა. ევროკავშირი ქვეყანას სთავაზობს პირობებს, რომლებიც საქართველომ სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. პირობები არ არის ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა, არამედ ეს არის გზა, რითიც შეგვიძლია დახმარება. სწორედ ამიტომ, ვერ ვიქნებით ჩუმად, როცა საქართველო შეცდომებს უშვებს. ეს ქმნის საქართველოსთვის ბარიერებს სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ ჩვენი მოვალეობები გვაქვს, ამიტომ უპასუხისმგებლოდ ვერ მოვიქცევით. ჩვენ არ ვცდილობთ საქართველოში რევოლუციას. მარტივად ვამბობთ იმას, რასაც პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უნდა ვამბობდეთ. ამიტომ, უნდა გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები საერთაშორისო საზოგადოების დასარწმუნებლად. ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ რა პასუხისმგებლობაც აკისრიათ, თუ ამას ვერ გააკეთებენ, მაშინ ნუ ეწყინებათ ისტორიაში მათი სახელები არც ისე სასიამოვნო კონტექსტით თუ ჩაიწერება. 

ხალხი გამოვიდა მასშტაბურ დემონსტრაციაზე, ახლა ჯერი პოლიტიკოსებზეა, რომ ადეკვატურად მოიქცნენ. უნდა დასხდნენ ოპოზიცია, მმართველი გუნდი, სამოქალაქო საზოგადოება და იპოვონ გამოსავალი. მნიშვნელოვანი საკითხია, ასევე, სასამართლო სისტემის რეფორმირება, რომ ის უფრო გამჭირვალე გახდეს. ბევრი საკითხია სადისკუსიოდ. საუკეთესო გამოსავალია ეროვნული ერთიანობის მთავრობა და რაც მთავარია, გააკეთეთ საქმე, ნუ დაელოდებით დეკემბრის თვეს. [რუსთავი 2-ის თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…