ანდრიუს კუბილიუსი

13 Jul. 2022, 13:49

რეკომენდაციების პირველი პუნქტი მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას დეპოლარიზაციასა და შარლ მიშელის შეთანხმებასთან თანხვედრისკენ. ჩანს, რომ მთავრობა საპირისპიროს აკეთებს. მათ პარლამენტში დეპოლარიზაციის სპეციალური კომისია შექმნეს, მაგრამ თუ გამოსვლებს მოვუსმენთ, ჩანს, რომ ისინი დეპოლარიზაციის ტემპერატურის აწევას ცდილობენ, ირგვლივ ყველას ადანაშაულებენ, არა მხოლოდ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ აშშ-ის ელჩს, ევროკავშირს, თითქოს ჩვენ ვუბიძგებთ საქართველოს ომისკენ, რაც აბსურდია.

ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია დამნაშავე ყველაფერში. ახლა საქართველოს მმართველი პარტია ამბობს მსგავს რამეებს. შეიძლება ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ავუხსნათ, რას ნიშნავს ეს 12 პუნქტი, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. როგორც ჩანს, მათ ეს არ ესმით.

ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ბევრი ფული, რომელიც იტაცებს სახელმწიფოს, ვისაც შეუძლია დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერმინისტრად. საქართველოში ასეთი ერთადერთი ადამიანია, ჩვენ ვიცით მისი სახელი — ბიძინა ივანიშვილი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…