ირაკლი კობახიძე

22 Jul. 2022, 01:04

სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანი, კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ როგორც პოლიტიკოსი, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი მისი საქმიანობის შეფასება ისე, როგორც შევაფასეთ. კიდევ გავიმეორებ, რაც შეეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობებში მან, სამწუხაროდ, ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა. ეს არის ჩვენთვის ძალიან გულსატკენი.

უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, უბრალოდ, დეტალებში მართლა არ მინდა შესვლა, მაგრამ შეგვიძლია პერიოდები გავიხსენოთ. ეს იყო პერიოდები, რომლებიც უკავშირდებოდა 8 მარტის შეთანხმების შემდგომ კვირებს, სადაც მას ჰქონდა ისეთი პოზიცია რაღაც თემასთან დაკავშირებით, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი. ეს ერთი. მეორე, 19 აპრილის შეთანხმება როცა განიხილებოდა, იქ მოლაპარაკებების დროს მას ჰქონდა პოზიცია გარკვეულ თემებზე, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი. ამის შემდეგაც იყო გარკვეული ეპიზოდები, სადაც ჩვენ ასეთი დამოკიდებულება დავინახეთ. დავინახეთ დამოკიდებულება, სადაც ის საქართველოს არ უყურებდა ბოლომდე როგორც სუვერენულ სახელმწიფოს.

საჯაროდაც უამრავი განცხადება იყო, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად შეგვიძლია, შევაფასოთ და შეგვიფასებია კიდეც. მაგრამ, რა თქმა უნდა, კულისებში ხდებოდა იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…