ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

28 Jul. 2022, 17:47

პირადი შეხვედრა ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა, პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის და ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმის, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი, დასმულიყო კითხვები და პასუხი გასცემოდა ამ კითხვებს. აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, მინიმუმ ასეთ შემთხვევაში გაემიჯნებოდა იმ უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე. თუ ის მეგობრად მიიჩნევს ივანიშვილს, მაშინ ექნებოდა სათანადო რეაქცია, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც, ასევე რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსზეც.

ეს არის ორკესტრირებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე, რაშიც ჩართულია რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, ასევე ჩართეს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი და აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, ძალიან მარტივად ამ პროცესს გაემიჯნებოდა ქალბატონი ელჩი. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ გააკეთა და ეს დამატებით წარმოშობს კითხვისნიშნებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სიცხადე იყოს ამ ყველაფერში, მაგალითად, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, მნიშვნელოვანია, ამერიკის ელჩს ჰქონდეს მკაფიო პოზიცია, ვიღაც როცა ითხოვს მთავრობის გადადგომას, მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს მკაფიო პოზიცია და ა.შ. ასეთ დროს კითხვები საზოგადოებაში, ბუნებრივია, მოიხსნებოდა. 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით თქვა, რომ არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან "შანტაჟზე", ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…