კელი დეგნანი

30 Sep. 2022, 15:27

ვაშინგტონი გმობს პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ამ საკითხში ქართველი ხალხისა და იმ ქართველი პოლიტიკური ლიდერების გვერდით, ვინც ხმამაღლა ისაუბრეს ამაზე და დაგმეს ეს ვიზიტი. რა თქმა უნდა ეს იყო მიუღებელი და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო, იმის მეორე დღეს, როცა ჩვენ ვიხსენებდით სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავს. მე პირადად და ბევრმა სხვამ მივიღეთ მონაწილეობა ამ ცერემონიაში და პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომრებს. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ რეგიონში მშვიდობის დამყარებასა და ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნების საკითხზე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…