კელი დეგნანი

30 Sep. 2022, 15:46

ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემაზე სავსეა არაზუსტი ინფორმაციით, რეალურად არაზუსტი და მცდარია.

ჩვენ, აშშ-მ მთელ მსოფლიოში მოუწოდა პარტნიორებს და მოკავშირეებს, შეძლებისდაგვარად გაეკეთებინათ ყველაფერი უკრაინის დასახმარებლად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ, რადგან უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერის თავისუფლებისთვის. ჩვენ დასაწყისშივე ძალიან-ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, რისი გაკეთება შეეძლოთ დასახმარებლად.

ჩვენ ასევე ძალიან ცხადად ვამბობდით, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ არასდროს გვითხოვია საქართველოსთვის, გაეხსნა მეორე ფრონტი, არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა საქართველოზე, ჩართულიყო ამ ომში.

აშშ-ს არ სურს, საქართველო, ან რომელიმე სხვა ქვეყანა ჩაერთოს ამ ომში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი შეჩერდეს რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა. აი, რისთვის მუშაობს აშშ, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. 

ამ საკითხზე საუბარი ელჩმა მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ვაშაძის გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხეს. კერძოდ, 28 სექტემბერს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა თქვა, რომ ომის დაწყების შემდეგ აშშ-მ საქართველოს მთავრობას მრავალმილიარდიანი სამხედრო პაკეტი შესთავაზა, რაზეც ქართულმა ოცნებამ უარი თქვა. ელჩმა ამას მცდარი უწოდა, შემდეგ კი "მეორე ფრონტის" საკითხზე ისაუბრა.  


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…