იაგო ხვიჩია

4 Nov. 2022, 15:54

მე ვთვლი, რომ პოლიტპატიმარი არის ადამიანი, რომელიც ციხეში არ მოხვდებოდა, თუ მას არ ექნებოდა პოლიტიკური პოზიცია მიუხედავად იმისა, მას ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული ნომინალური გაგებით, ანუ სისხლის სამართლის კოდექსში ჩაწერილი ქმედება. მიუხედავად იმისა, ეს ჩადენილი აქვს თუ არ აქვს ჩადენილი, ის ციხეში არ მოხვდებოდა, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური აქტორი. ეს არის ჩემი ფორმულა, ზოგადად, რითაც მე პოლიტპატიმარს ვაფასებ.

ამ ფორმულის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მე არა ერთხელ გამიკეთებია ეს განცხადება. მაგრამ მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს და მე მაქვს შინაგანი რწმენა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა საკმარისი არ არის მხოლოდ ამ კითხვაზე საპასუხოდ. მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი აქვს, მე მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ იქნებოდა, მას რომ 2013 წელს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა და დაგვმშვიდობებოდა. აქედან გამომდინარე მგონია პოლიტპატიმარი, და არა იმის გამო, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ეს მინდა, რომ ადამიანებმა კარგად იცოდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…