იაგო ხვიჩია

4 Nov. 2022, 16:10

რაც შეეხება ოლიგარქს, მე, ზოგადად, ეს ტერმინი არ მომწონს. მე არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში. მას შეიძლება რუსეთში რაღაც კონკრეტული შინაარსი ჰქონდეს და ჰქონოდა ისტორიულად. ასევე, უკრაინაში შეიძლება ჰქონდეს რაღაც თავისი კონტექსტი. მაგრამ საქართველოში, ჩემი აზრით, მას არანაირი კონტექსტი არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, ისევე როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების პრობლემა, იყო ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენ გვყავდა ერთპიროვნულ მმართველად მიხეილ სააკაშვილიც, მანამდე შევარდნაძე და ა.შ არც ერთი ეს ხალხი არ იყო მილიონერი და მილიარდერი და ოლიგარქი. მაგრამ პრობლემა ერთპიროვნული მმართველობის მაშინაც გაგვაჩნდა და დღესაც გაგვაჩნია.

ამიტომ არასწორი სახელის შერქმევა ამ პრობლემაზე, ოლიგარქის შერქმევა, არასწორია. ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული მმართველობის სისტემური პრობლემა და ეს პრობლემა ყველას მოსაგვარებელია, ჩემი აზრით, და ეს პრობლემა მოსაგვარებელია, მათ შორის, ქართული ოცნებისაც, როგორც ნაციონალური მოძრაობის მოსაგვარებელი იყო მაშინ, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ.

[...] რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ხელისუფლებაზე და მთავარი ლეგიტიმაციის წყაროც, ზოგადად, ამ ხელისუფლების, არის ბიძინა ივანიშვილი და მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რა, არ იცით, რომ ეს ასეა?! არ იცის ამომრჩეველმა, როცა არჩევნები ტარდება, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ლეგიტიმაცია?! რა, მას არ აძლევენ ხმას?! შესაბამისად, ვაკრიტიკოთ ადამიანი, რომლის შესახებაც ვიცით, რომ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, რატომ მონაწილეობო, არასწორია, ჩემი აზრით. თუ გამარჯვება გვინდა, მაშინ უნდა შევქმნათ ისეთი იდეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის იმ იდეას, რითაც ის ხელისუფლებაშია, აჯობებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…