ირაკლი კობახიძე

23 Jan. 2023, 21:20

როდესაც დგება დღის წესრიგში მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ უპასუხოდ ბრალდებებს, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ამით ხაზი ესმება, თითქოს, ამ ბრალდებების რელევანტურობას, რაც არის ძალიან არასწორი. ჩვენ დაგვჭირდა კიდევ ერთხელ შესაბამისი ფაქტების გასაჯაროება და კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა ახლა უკვე, ამ თემასთან დაკავშირებით და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა. ეს განცხადება, შესაბამისად, არის ჩვენთვის მისასალმებელი.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას არასდროს დაუდანაშაულებია საქართველო სანქციებისთვის გვერდის ავლაში და პირველია, ვინც იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო მასშტაბით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…