ირაკლი კობახიძე

24 Jan. 2023, 18:26

კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს ჩვენ მიჩვეული ვართ. სამწუხაროა. ეს არის სამწუხარო მოვლენა. მე შემიძლია, ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ ბუკებს გავაგზავნიდით უკრაინაში, რადგან ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ, კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის ასეთი განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებული განცხადებებით, რაც ძალიან მძიმე იყო და ეს ამ რიტორიკის გაგრძელებაა, რაც მოვისმინეთ მისი მხრიდან.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის ელჩის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომ თუ რუსეთთან ფრენები აღდგება და საქართველოში რუსების მასობრივი შემოდინება გაგრძელდება, გამორიცხული არ არის, უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…