ელენე ხოშტარია

2 Feb. 2023, 11:35

ევტოშენკოვი-ივანიშვილის მეგობრული საუბრის შემდეგ, მოვისმინეთ კარასინი-აბაშიძის ასევე ძალიან თბილი, მეგობრული საუბარი ქართული საზოგადოების ზურგს უკან. აქ არის საუბარი არა საქართველოს ინტერესებზე, არა ჩვენ ოკუპაციაზე, არა ჩვენ უსაფრთხოებაზე, არა ჩვენი ინტერესების დაცვაზე, არა უკრაინაში დახოცილ ბავშვებზე, არა იმ ბოროტებაზე რასაც ჩადის რუსეთი, არამედ ლაპარაკია რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის კმაყოფილებაზე რაღაცა საკუთარი კონკრეტული ინტერესების შესახებ.

ესე ხდება, როდესაც არაფორმალური ოლიგარქი ჩვენს ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას. ჩვენ რეაქციაც ვნახეთ კარასინის და სხვას არც უნდა ველოდოთ ქართული ოცნების მხრიდან. მთავარი კითხვა არის ის, თუ რას ვშვრებით ჩვენ? ვეგუებით თუ არა აი, ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას და რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში ეს პასუხი არის — არა და 24 თებერვალი განმსაზღვრელი საერთოდ ევროპის, დასავლეთის ცივილიზებული სამყაროსი, ის დღე, როდესაც ეს "არა" მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა ვუთხრათ რუსეთს, უკრაინას და მთელ მსოფლიოს.

განაცხადა პარტია დროას ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. გუშინ აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერი, Youtube არხ კიბერ კმარაზე გავრცელდა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ კი ავთენტურობა პირველ არხთან დაადასტურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…