ელენე ხოშტარია

7 Feb. 2023, 00:00

წარმოუდგენელია, რომ ჩვენს თვალწინ ადამიანის ღირსების და ჯანმრთელობის შელახვა ხდება, ასეთი თავხედური ფორმით. ამ პროცესს არც ერთ ეტაპზე საერთო არ ჰქონია სამართალთან, მორალთან, ან რამე სიმართლის დადგენასთან. ეს არის პირდაპირი, ღია შურისძიება, ჩვენს თვალწინ ადამიანის გათელვა. 

ეს ადამიანი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მე არ ვიცი, ვინ აღიქვამს დღეს ამას და ვინ არა, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. 

რა თქმა უნდა, ეს საკითხი ცდება მხოლოდ ენმ-ის ჩარჩოებს. პირველ რიგში, მინდა, ბატონ მიხეილს მივმართო ციხეში და ვუთხრა, რომ მან არ უნდა იგრძნოს თავი მარტო, ის არ იმსახურებს ამ მოქცევას. საქართველოს მოქალაქეებისგან, საქართველოს სახელმწიფოსგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი და არცერთი ადამიანი და ის არ იმსახურებს და მან მინდა მიიღოს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა. 

მზად ვართ, მივიღოთ იმ აქტივობებში, რაც არის აუცილებელი. მე ვთავაზობ თანამშრომლობას, კონსულტაციებს, იმისთვის, რომ კოორდინირებულად, მკაფიოდ, გონივრულად ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნით. ეს არის პროტესტი, ეს არის აქციები და ქვეყნის გარეთ, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ სააკაშვილის სიცოცხლე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…