ირაკლი კობახიძე

8 Feb. 2023, 13:56

პატარა ოხუნჯობა იყო და უნდა ვაპატიოთ, ალბათ. პირადად აფასებს ხოლმე თვითონ პარლამენტის ექსკლუზიურ გადაწყვეტილებებს და არასდროს ეს არავის მუქარად არ აღუქვია. სისულელეა, უბრალოდ რომ ვთქვათ. [...] მასაც ჰქონდა პარლამენტის მიერ მიღებულ ექსკლუზიურ გადაწყვეტილებებზე მძიმე რეაქცია და ეს მუქარა არ ყოფილა. ანუ პარლამენტიც იღებს ექსკლუზიურ გადაწყვეტილებებს, იღებს კანონებს, მას აქვს ხოლმე მძიმე რეაქციები, მაგრამ ეს ხომ მუქარა არ არის?! [...] მასაც აქვს ხოლმე მძიმე რეაქცია და ჩვენც გვაქვს მძიმე რეაქცია რაღაცებზე.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ დიუსელდორფის სამართლის დოქტორ კობახიძეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია. მანამდე კობახიძემ თქვა, რომ თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, საზოგადოებას უმძიმესი რეაქცია ექნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…