ირაკლი კობახიძე

9 Feb. 2023, 01:46

ყველაზე სათუთი ფსიქიკა აღმოაჩნდა მიხეილ სააკაშვილს 9 000 პატიმარს შორის. გაუგონარ რაღაცებზე ვსაუბრობთ. სირცხვილიც არის, ასეთ თემებზე ლაპარაკი რომ გვიწევს, ეს ერთი. მეორე, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ღია შეთავაზება, ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი. აქ ყველანაირი აპარატურა არის, არაჩვეულებრივი პირობებია ყველაფერი. თუ ექიმები არ მოსწონთ, აქაც შეთავაზება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი და მიხედავდა პატიმარს. ამაზე არანაირი რეაგირება არ იყო, ხომ?! რა დარჩა, არაფერი.

ერთადერთი დარჩა ქართული ჰაერი. თუ ქართული ჰაერი აისახება უარყოფითად მის ჯანმრთელობაზე, ეს არ ვიცი. თუ მაინცდამაინც პოლონური ან უკრაინული ჰაერი უნდა ჩაყლაპოს. უკრაინული მხარე რომ გეუბნება, უკრაინაში გამოუშვი სამკურნალოდო, ეს ახლა დაცინვა არ არის?

ბახმუტში უნდა გავუშვათ, თუ სად უნდა გავუშვათ სამკურნალოდ, გინდათ, კიევში და ლვოვში, ეს ხომ სირცხვილია და ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან?!

განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს, შეწყვიტოს პოლიტიკური ანგარიშსწორება და სააკაშვილი სამკურნალოდ გადასცენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…