ანალენა ბერბოკი

23 Mar. 2023, 12:03

საქართველოს მოსახლეობას ასევე აქვს ევროკავშირი, როგორც ნათელი მიზანი. ბოლო კვირების განმავლობაში, მათ თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშა აფრიალეს, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის გადახვევის მცდელობებს პროევროპული კურსიდან, რასაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან. საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას ვისაუბრებ იმ ნაბიჯებზე, რომლების ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გადადგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მისაღებად. დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემის გარდა, ეს განსაკუთრებით ეხება მედიის თავისუფლებას, ენერგიული სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და საჯარო დებატებს — მაშინაც კი, თუ მოსაზრებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ჩვენ — ევროკავშირის აღნიშნული ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზის შემოკლება დაუშვებელია


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…