ანალენა ბერბოკი

24 Mar. 2023, 12:40

გასული კვირების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თუ რა ხდებოდა უცხოელი აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით და ფრიალებდა ევროკავშირის დროშები. მე მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი ქალები და კაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას და ასევე ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის არამხოლოდ შანსი, ეს არის ევროპული ღირებულებების რწმენა და ასევე არის სტიმული. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით შეიძლება ნამდვილად იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი. ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა არამედ გასულმა წლებმაც. საქართველოს მოსახლეობა, მათი ადგილი არის ევროპაში.

საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით, ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში. და გვინდა, რომ ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე... და ვინაიდან ვართ მეგობრები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ. მათ შორის ის, რომ მარტივი არ არის ამ ინტეგრაციის გზის გავლა ევროკავშირში. ჩვენ ვნახეთ ცალკეულ ქვეყნებში გასული წლების და ათწლეულების განმავლობაში აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა და ეს გზა ვერ შემოკლდება, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ღირებულებების მხრივ.

თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. [სინქრონული თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…