მამუკა მდინარაძე

8 Apr. 2023, 18:11

მაგალითად, რაც ქუჩაში დანაშაულია ადამიანის მიმართ, ის პარლამენტარის მიმართ ჟურნალისტურ საქმიანობად ითვლება პარლამენტში თქვენი მხრიდან, თორემ ჩვენ ასე არ ვთვლით. [...]

რაც ქუჩაში არის დანაშაული, ადევნება, კითხვის დასმა არც ქუჩაშია დანაშაული და არც პარლამენტში. [...] კითხვის დასმა არ არის დანაშაული არსად, მაგრამ ადევნება დანაშაულია ქუჩაში, ამას სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს, ეს უტრირებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ადევნება, როცა ინტერვიუს აგრძელებ რესპონდენტის ნების საწინააღმდეგოდ... პარლამენტში დადგენილი წესებით არის წესების დარღვევა, რომელიც გარკვეულ სანქცირებას ითვალისწინებს.

თქვენც, საქართველოში რომ იტყვიან, თქვე კაი დედმამიშვილებო, რომ დაემორჩილოთ იმ წესებს, რაც არსად არ არის სხვანაირად მსოფლიოში, რაც მსოფლიოში არსად გინახავთ სხვაგან, იმას რომ აპროტესტებთ საქართველოში? სადმე გინახავთ, რომ მსოფლიოს რომელიმე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის ნების საწინააღმდეგოდ გრძელდებოდეს დაუსრულებლად ინტერვიუები?

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. პარლამენტმა შემოიღო მედიის შემზღუდავი წესები, რომლებზე დაყრდნობითაც 3 ოპოზიციური არხის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს 1 თვით აკრედიტაცია შეუჩერდათ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…