მამუკა მდინარაძე

1 May. 2023, 21:43

წარმოუდგენლად პოზიტიური შედეგი დაიდო. ჩვენთვის, სუბიექტურადაც და მე მგონია, რომ ეს შედეგი ქვეყნისთვისაც კარგია. როდესაც საუბრობდნენ, თურმე ქართულ ოცნებას 19 პროცენტი ჰქონია, ეს ფეიკი ხომ შემოგვთავაზა საკმაოდ სერიოზულმა ორგანიზაციამ. ამ დროს ყველაზე მაღალი აქტივობით რომ ჩატარებულიყო არჩევნები, ქართული ოცნებას, მინიმუმ, 60 პროცენტს იღებდა. არ ყოფილა არც ერთი საარჩევნო ოლქი თუ უბანი, სადაც ძალიან მაღალი ზრდა არ იყო ჩვენი შედეგების. მიდის ამომრჩეველი არჩევნებზე, სადაც ქართულ ოცნებას არ ჰყავს კონკურენტი. მოტივაცია ხომ დაბალია მისვლის, ამომრჩეველთა რაოდენობას ხომ ელოდებოდა ყველა, რომ ცოტა ამომრჩეველი მივიდოდა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი კანდიდატი იყო გამარჯვებული. ამომრჩევლების რაოდენობა ზოგან 20 ზოგგან 50 და მეტი პროცენტითაც კი გაიზარდა. ეს არის ყველაფერზე პასუხი იმ ფეიკზე, რომელიც აიარაიმ შემოგვთავაზა. ცუდია, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ესაა ფაქტი. 2021 წლის არჩევნებზე რამდენი ხმაც მიიღო თითოეულ ოლქსა თუ უბანში ქართულმა ოცნებამ, დრამატულად გააუმჯობესა ყველა შემთხვევაში. უფრო მეტი მხარდამჭერი მივიდა საარჩევნო უბნებთან უკონკურენტო არჩევნებში.

განაცხადა მამუკა მდინარაძემ. IRI-ის ბოლო კვლევით, შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს რომელი პარტია რამდენ პროცენტს აიღებდა, პროცენტები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება — 19%; ნაციონალური მოძრაობა — 14%; გახარიას პარტია — 3%; გირჩი — მეტი თავისუფლება — 3%; ლეიბორისტული პარტია — 2%; ლელო — 2%; გირჩი — 2%. 29 აპრილს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.  ოპოზიციამ არჩევნებში ჩართვაზე უარი თქვა, ამიტომ მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის კანდიდატი მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰყავდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…