კელი დეგნანი

11 May. 2023, 16:28

ნამდვილად ჩნდება კითხვები, რატომ მოხდა ახლა. ალბათ, არავის სჯერა, რომ პუტინი ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებზე. ხშირ შემთხვევაში, თავისი მოქალაქეების სხვა ქვეყნებში ყოფნას იყენებს ხოლმე საბაბად, რომ შეიჭრას ქვეყანაში.

საქართველოში უკვე არსებობს გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ დაახლოებით რუსეთის 100 000 მოქალაქეა შემოსული. როგორც აღინიშნა, პირდაპირმა ფრენებმა შეიძლება გამოიწვიოს ვიზიტორების გაზრდა. შესაძლოა, დაახლოებით მილიონი რუსი ვიზიტორი საქართველოში შემოვიდეს. თუკი პუტინი ნამდვილად ზრუნავს საქართველოს მოსახლეობაზე, მაშინ მან უნდა გაიყვანოს რუსეთის ჯარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება. 

[...] ყველას ახსოვს, რომ 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. 1979 წელს ის ცდილობდა, რომ გაენადგურებინა ქართული ენა, შეურაცხყო ეკლესიები და ისევე, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოშიც, მისი სამიზნე ომის დროს იყო საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, ბავშვები და ძალიან უცნაურია, რომ ასეთი სისხლიანი რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას მივესალმოთ ან მიესალმოს ვინმე. 

ასე ეხმაურება აშშ-ს ელჩი საქართველოში პუტინის განკარგულებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…