ირაკლი კობახიძე

2 Nov. 2023, 13:37

ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა არის აბსოლუტურად არასერიოზული. მან გამოხატა სინანული იმ განცხადების გამო, რომელიც მან გააკეთა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ახლა არის ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერი. მათ აქვთ ბევრ რამეზე ბოდიში მოსახდელი უმრავლესობის წევრებისთვის. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ღირსება არ ეყოფათ ბოდიშის მოსახდელად. უბრალოდ, მათ არ აქვთ ღირსება, რომ ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური განცხადებებისთვის, შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც აკეთებდნენ ჩვენი ოპოზიციონერები, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული და თვითონ აქუბარდიათი დამთავრებული. 

განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქართული ოცნების დეპუტატებმა, ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა, შეურაცხმყოფელი, სექსისტური და ღირსების შემლახავი ლექსიკა გამოიყენეს პარლამენტში, დეპუტატების — თეონა აქუბარდიასა და ანა წითლიძის მიმართ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…