ირაკლი კობახიძე

14 Nov. 2023, 13:03

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ, პირდაპირ ვიტყვი, რომ იყო სამარცხვინო, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია. ზურაბიშვილი ცდილობს, რომ რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას აქვს თვეები დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც დავალებების შესასრულებლად, იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს ამის საშუალება არ ექნება, ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, რაც უკვე ყველამ გაიგო, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული. 

განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პრენალურ სხდომაზე. 11 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილს LCI-ს ჟურნალისტმა ჰკითხა, იმედოვნებს თუ არა, რომ ოდესმე, ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინ პინი გასამართლდებიან. პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს ისტორიული შედეგი იქნებოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს არარეალისტურად მიაჩნია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…